ბუმბულივით ჰაეროვანი საფუარის ცომი კვერცხის და რძის გარეშე

629

ყოველთვის, მაგრამ შემოდგომის ცივ საღამოს გამამხნევებელ ფინჯან ჩაისთან ან ყავასთან ერთად, საკონდიტრო ცომეულის ნამზადი, ჩემი ყველაფერია. რა შეიძლება იყოს საკუთარი ხელით მომზადებულ შინაურულ გამომცხვარზე უკეთესი? ამ საქმეში ქალიშვილის ჩართვა ძალიან მიყვარს. ახლახანს ერთად უნივერსალური საფუარის ცომი კვერცხის და რძის გარეშე გასაყინად მოვამზადეთ. ასეთი ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ საყვარელი ფუნთუშა, ხვეულა, ღვეზელი, ბელიაში. ამ პერიოდში სოკოს ღვეზელის გამოცხობა ძალიან მიყვარს.

ნამდვილად, საფუარის ცომი ყველა ზემოთ ჩამოთვლილის მოსამზადებლად გამოგადგებათ. სწორედ ამიტომ, მისი წინასწარ მომარაგება და აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენება მიყვარს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საფუარის ცომის იაფ რეცეპტს, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება. შედეგად, ბუმბულივით ჰაეროვან ცომს მიიღებთ. თუ ცომეულის ნამზადი გიყვართ, მის მომზადებას გირჩევთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 330 მლ წყალი
  • 1,5 ჩ/კ საფუარი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 60 მლ მზესუმზირას ზეთი

მომზადების წესი:

1. ჭიქაში მშრალი საფუარი და შაქარი აურიეთ. ცოტა თბილი წყალი და სუფრის კოვზით ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, შემდეგ დანარჩენი წყალი დაუმატეთ. პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას 10 წუთით გააჩერეთ.

2. საფუარი უფრო დიდ თასში გადაიტანეთ, მარილი და 1 ჭიქა ფქვილი დაუმატეთ. აურიეთ და თბილ ადგილას 30 წუთით გააჩერეთ.

3. აფუებულ ცომს ნახევარ საათში მზესუმზირას ზეთი და დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. კოვზით აურიეთ, შემდეგ ფქვილ მოყრილ სამუშაო ზედაპირზე გადაიტანეთ. ხელით მოზილეთ, რომ ერთგვაროვანი ცომი მიიღოთ. დაახლოებით 10 წუთით მოზილეთ.

4. მცენარეულ ზეთ წასმულ თასში ჩადეთ, პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 45 წუთით გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ საფუარის ცომი მზადაა.

გამოყენებამდე საფუარის ცომი კიდევ ერთხელ ჩაზილეთ და საყვარელი კერძის მომზადება დაიწყეთ. გემრიელად მიირთვით!