ისრაეული ღვეზელი “ბურეკასი”: მარტივი, სწრაფი და უგემრიელესი შიგთავსით

1952

ღვეზელი “ბურეკასი” ტრადიციული ახლოაღმოსავლური ცომეულია. მას როგორც წესი ფენოვანი ცომისგან ამზადებენ და სხვადასხვა სოუსებთან მიირთმევენ (იოგურტი, არაჟანი, ტომატი). შესანიშნავად უხდება მსუბუქ წვნიანებს და სალათებს, მაგრამ სოლოდაც კარგია.

ბურეკასისთვის მრავალფეროვან შიგთავსებს იყენებენ: ყველი, ბადრიჯანი, მწვანილი, კვერცხი, ბოსტნეული… “გასტრონომია” სიამოვნებით წარმოგიდგენთ ბურეკასს ფეტათი და კარტოფილით. თუ ავთენტურობა პრინციპული არ არის, ჩაანაცვლეთ ფეტა მშრალი ხაჭოთი ან ბრინზით – მიიღებთ არანაკლებ მადისაღმძვრელ და გემრიელ ღვეზელებს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 300 გრ ყველი ფეტა
  • 2 ც კარტოფილი
  • 1 ც კვერცხის გული
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 2 ს.კ. ქუნჯუთი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ კარტოფილი, მოხარშეთ კანიანად ცოტაოდენი მარილით. გაფცქვენით და გახეხეთ. დაჭყლიტეთ ფეტა ჩანგლით, დაამატეთ კარტოფილში, შემდეგ კვერცხი, მარილი და პილპილი.

2. ფქვილმოყრილ ზედაპირზე მოათავსეთ გამლღვალი ცომი. ოდნავ გააბრტყელეთ, დაჭერით კვადრატებად. მოათავსეთ თითოში 1 ჩ.კ. შიგთავსი, მოუჭირეთ ცომს ისე, რომ სამკუთხედები გამოვიდეს.

3. წაუსვით ზეთი საცხობ ფორმას. მოათავსეთ ნაწარმი, წაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ ქუნჯუთი. გამოაცხვეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

მოხარული ვიქნებით, თუ შედეგით კმაყოფილი დარჩებით. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!