მონდომებულ დიასახლისებს ყოველთვის აქვთ სურვილი, თავისი უნარ-ჩვევები გაიუმჯობესონ, პროფესიონალიზმის ახალ მწვერვალებს მიაღწიონ და თავიანთი ნახელავით კიდევ უფრო გააოცონ ოჯახის წევრები და სტუმრები.
დღეს ცომის დაწვნის 10 უჩვეულო ტექნიკას გასწავლით, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენს მიერ გამომცხვარი ცომეული კიდევ უფრო მიმზიდველი და მადისაღმძვრელი გახადოთ. აქვე შემოტავაზებთ ცომის ორ ვარიანტს. პირველი ცომის საფუარიანია და 100-200 გრამიანი ფუნთუშებისთვის ნამდვილი მისწრებაა. მეორე ვარიანტი კი როგორც მსუბუქი, ასევე – 400-800 გრამიანი ფუნთუშებისთვისაც გამოგადგებათ. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი და შედევრების შექმნას შეუდექით.
ცომის #1
- 125 გრამი რძე
- 20 გრამი დაპრესილი საფუარი
- 125 გრამი კარაქი
- 2 გრამი მარილი
- 125 გრამი შაქარი
- 2 კვერცის გული
- 450 გრამი ფქვილი
ცომი #2
- 250 გრამი რძე
- 15 გრამი დაპრესილი საფუარი
- 30 გრამი შაქარი
- 1 ცალი კვერცხი
- 30 გრამი კარაქი
- 2 გრამი მარილი
- 440 გრამი ფქვილი
რჩევები მომზადებისთის
ცომის მოზაელის შემდეგ, გასაფუებლად ის 1.5 საათით დატოვეთ. იმისთვის რომ ცომი გლუვი და ჰაეროვანი იყოს შეგიძ₾იათ ორჯერ გადაზილოთ და გააფუოთ. მომზადებულ ფუნთუშებს კვერცხის გული გადაუსვით და 45 წუთით დატოვეთ ასაფუვებლად. სანამ ქურაში მოათავსებთ ფუნთუშას კვერცხის გული კიდევ ერთხელ გადაუსვით. დესერტი 220 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში 5 წუთით ან 180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ დაწვნამდე ცომს შეგიძლიათ გულსართიც გაუკეთოთ.
წნულის 10 ვარიანტი
1. ვარდი
ვარდის ფორმის ფუნთუშისთვის 400 გრამი ცომის 4 თანაბარ ნაწილად დაყავით, ყოველი მათგანი მილისებურად მოზილეთ. ორ ცალ მილს ზემოდან ჯვარედინათ დარჩენილი ცომი გადაადევით და ისე გადაწანით როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
2. ბურთი
ახლა 400 გრამი ცომი 6 თანაბარ ნაწილად გააცალკევეთ. მათგანაც მილები მოზილეთ. 3-3 მილი ერთმანეთს ჯვარედინად გადაადევით და ფოტოს მიხედვით ბურთის ფორმა მიეცით.
3. ყვავილი
300 გრამი ცომი 3 ნაწილად დაყავით. შემდეგ კი სტანდარტულად დაწენით და ნაწნავი მრგვლად მოახვიეთ.
4. ძაფის გორგალი
აიღეთ 200 გრამი ცომი, კარგად გააბრტყელეთ, შემდეგ სრულ პერიმეტრზე დანით ჩაჭერით ისე რომ კიდები არ ჩაუჭრათ, შემდეგ ცომი მილისებურად გადაახვიეთ და დაამრგვალეთ როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
5. ინი და იანი
ასეთი ორიგინალური ფუნთუშა 200 გრამ ცომს საჭიროებს. დაყავით ცომი 2 თანაბარ ნაწილად და გააბრტყელეთ. შემდეგ მილისებურად გადაახვიეთ ისე, რომ მილის რომელიმე ბოლო დიამეტრით უფრო ფართო იყოს. შემდეგ ეს მილები ისე გადაახვიეთ როგრც ფოტოზეა ნაჩვენები.
6. ხვეულა
დაწვნის ამ ტექნიკას სტატიის ბოლოს მოთავსებულ ვიდეოში იხილავთ. მის მოსამზადებლად 200 გრამი ცომი დაგჭირდებათ. გააბრტყელეთ ის, დაახვიეთ მილისებურად და მისგან ასეთ ფუნთუშას მიიღებთ.
7. კლაკნილი
ასეთ ფუნთუშას 100 გრამი ცომი ესაჭიროება. გააბრტყელეთ ცომი, გადაახვიეთ მილისებურად და შემდეგ კი ასეთი ფორმა მიეცით.
8. კლაკნილის მეორე ვარიანტი
ამ შემთხვევაშიც იგივე თანმიმდევრობას ვიმეორებთ რასაც წინა ვარიანტში, უბრალოდ ამჯერად ფუნთუშას განსხვავებულ ფორმას ვაძლევთ.
9. ლოკოკინა
ასეთი ფუნთუშა 100 გრამი ცომისგან მზადდება. ვაბრტყელებთ, ვჭრით ზოლებად, შემდეგ ოდნავ შევაერთებთ და მრგვლად მოვახვევთ., შედეგად ვიღებთ ფუნთუშას რომელიც ძალიან გავს ლოკოკინის სახლს.
10. ნასკვი
100-150 გრამი ჰაეროვანი ან საფუარიანი ცომისგან 1 ცალ ასეთ ფუნთუშას მივიღებთ. ცომის პორციას მილის ფორმას ვაძლევთ და ვნასკვავთ.