მაღაზიის დახლებზე უამრავი სახეობის ნამცხვრებს წააწყდებით მაგრამ, თუ სამზარეულოში ფუსფუსი და ახლობლების საკუთარი ნახელავით გაოცება გიყვართ, ეს მარტივი მაგრამ, ძალიან გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი – თქვენთვის არის შექმნილი!
ამ ნამცვარს “საბლე” ეწოდება, რაც “ქვიშას” ნიშნავს, მისი განსაკუთრებულობა კი ნაზ და ფხვიერ კონსისტენციაში იმალება! შეგიძლიათ ამ ნამცხვრის გემო, სხვადასხვა გემოების დამატებით გაამრავალფეროვნოთ.
ფრანგული ნაცხვარი “საბლე”
ინგრედიენტები:
- 3 კვერცხი
- 220 გრამი კარაქი
- 4 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
- მწიკვი ვანილი
- 1/3 ჩაის კოვზი მარილი
- 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
- 270 გრამი ფქვილი (130 გრამი მუქი და 140 გრამი – ღია ფერის ცომისთვის)
მომზადების წესი:
1. მაგრად მოხარშეთ კვერცხი. გაასუფთავეთ. გააცალკევეთ ცილა და გული. თქვენ მხოლოდ კვერცხის გულები დაგჭირდებათ, ისინი ჩანგლით დაჭყლიტეთ.
2. დაადნეთ კარაქი და შაქართან, მარილთან, ვანილთან და კვერცხის გულებთან აურიეთ.
3. მიღებული მასა ორ ნაწილად დაყავით. ერთ ნაწილში კაკაოს ფხვნილი ჩაამატეთ და კარგად აურიეთ.
4. დაუმატეთ ფქვილი და ორი ტიპის ცომი მოზილეთ.
5. ორივე ცომი გააბრტყელეთ ერთი ზომის მქონე ფენებად (14×9 სანტიმეტრზე)
6. ღია ფერის ნაჭერი, მუქი ფერის ცომს დაადეთ, ოდნავ მიაბჯინეთ და მაცივარში 30-40 წუთით შედეთ.
7. ცომი მაცივრიდან გამოიღეთ, გვერდები დანით მოუსწორეთ.
8. ცომი 4 თანაბარი ზომის ზოლად დაჭერით.
9. ორი სახეობის ცომის ზოლები ისე დააწყვილეთ და შეაერთეთ, რომ ღია ფერის ზოლი შავი ფერის ზოლის თავზე მოექცეს და პირიქით (როგორც ფოტოზეა ნაჩვენები).
10. მიღებული ცომის ზოლები 1 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად დავჭრათ. გაახურეთ ქურა 180 გრადუსამდე. ჟარუნაზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ და მომზადებული ნამცხვრები მასზე გაანაწილეთ. აცხვეთ 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
ასეთი ნამცხვარი საზუმეზე, ყავასა და ჩაისთან გამოგადგებათ! “საბლე” მაღაზიაში შეძენილ ნამცხვარს გავს მაგრამ, მისი მომზადება სახლშიც იოლია! აუცილებლად გაანებივრეთ ახლობლები ამ უგემრიელესი დესერტით!