უნივერსალური დესერტი. შინ გამომცხვარი თაფლაკვერი 15 წუთში მზადაა

308

თაფლიანი ორცხობილის შინ გამოცხობა ძალიან ადვილი და მარტივია. გულგრილს არავის ტოვებს. თან დიდ დროს არ წაგართმევთ. 15 წუთში ცხვება. მზადებაში შვილები და შვილიშვილები ჩართეთ. ლამაზი ტკბილეულის გაკეთება გაახარებთ.

ასეთი უნიკალური დესერტი დიდხანს არ ფუჭდება. მთელი დღე ძლებს. ეს მისი დიდი უპირატესობაა. თუ სურვილი გაქვთ, დეკორით გააფორმეთ. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ შოკოლადი, ხილი, ვაფლი, ქოქოსის ფანტელები.

ინგრედიენტები:

  • 150 გ თაფლი
  • 350 გ ფქვილი
  • 100 გ არაჟანი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • მწიკვი მარილი
  • 1 პაკეტი ვანილი

მომზადების წესი:

1. კვერცხი, თაფლი და არაჟანი აურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. კარაქი, სოდა, ვანილი, მარილი და ბოლოს ფქვილი დაუმატეთ.

2. ცომს კოვზით აურიეთ. სქელი მასა ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ და ხელით მოზილეთ.

3. ცომი საგორავით გააბრტყელეთ და ფორმები გამოჭერით. ამ მიზნით დანა ან ორცხობილის სპეციალური ფორმები გამოიყენეთ. ორცხობილები შაქრით სავსე თეფშზე ერთი მხრიდან ჩააწეთ და შემდეგ პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

4. წინასწარ 170-180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. თქვენი ღუმელის მუშაობას დააკვირდით. თუ ორცხობილა კარგად შეწითლდა, ღუმელიდან გამოიღეთ.

ლამაზი თაფლიანი ორცხობილა მზადაა. მცირე დროში და ნაკლები ძალისხმევით საოცარ შედეგს მიიღებთ. დეკორზეც დაფიქრდით. ასე გარეგნულად უფრო ლამაზი გამოვა. მაგალითად, შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ასევე ორცხობილის თავი გამდნარ შოკოლადში ჩააწეთ. ჯერ კიდევ თბილ შოკოლადს ქოქოსის ფანტელები ან ვაფლის ნაფშვენი მოაყარეთ. გემრიელი გამოვა. შესქელებული რძეც შეგიძლიათ მოასხათ. სუფრაზე რამდენიმე ფიალა სხვადასხვა მურაბა გაიტანეთ. ასე დახვეწილ დესერტს მიიღებთ.