„ამანის ყურები“: როგორ გამოვაცხოთ სადღესასწაულო ტკბილეული დიდი რაოდენობით

524

პურიმი ახლოვდება – სიმბოლური დღესასწაული, რომელიც საუბრობს სინათლის სიბნელეზე გამარჯვებაზე, სიკეთის ბოროტებაზე უპირატესობაზე, თავისუფლებასა და ათასობით ხალხის გადარჩენაზე. ამ დღეს მზრუნველი დიასახლისები აუცილებლად აცხობენ სადღესასწაულო ორცხობილებს ჰომენტაში ან „ამანის ყურებს“. Gastronomia.ge–ს რედაქცია ამ საოცარი ტკბილეულის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

სადღესასწაულო ორცხობილა

„ამანის ყურებს“ სპეციფიკური სამკუთხა ფორმა აქვს. ებრაულიდან სახელი „ჰომენტაში“ ითარგმნება, როგორც ჩანთა, ჯიბე, ტომარა. სიტყვა „ყური“ ტყუილად არ აუღიათ. ის პურიმის დღესასწაულთან დაკავშირებულ ძველ ლეგენდას უკავშირდება. საუკუნეების წინ დამნაშავეები, სანამ საკუთარი დანაშაულისთვის დაისჯებოდნენ, ყურების გარეშე რჩებოდნენ. შესაძლოა, ორცხობილის ასეთი უჩვეულო სახელის საფუძველი ეს ფაქტია.

მარტივი და გემრიელი

ჰომენტაშის მოსამზადებლად ნებისმიერი ცომი გამოგადგებათ. მაგალითად, საფუარის, ფხვიერი, ხაჭოსი. შიგთავსად ის შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელიც თქვენ ოჯახს ყველაზე მეტად უყვარს. „ამანის ყურების“ აუცილებელი ელემენტია ყაყაჩო. შემდეგ ფინიკი. თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ გარგარის ჩირი ან შავქლიავი გამოიყენოთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 250 გ ხაჭო
  • 100 გ კარაქი
  • 80 გ შაქარი
  • 200 გ ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 10 გ ვანილი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 200 გ გარგარის ჩირი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ ლიქიორი (სურვილისამებრ)
  • 1 კვერცხის გული
  • 1 ჩ/კ წყალი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში ხაჭო, შაქარი, ვანილი და რბილი კარაქი აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ, შემდეგ პარკში ჩადეთ და 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.

2. გარგარის ჩირი ჯერ გარეცხეთ, შემდეგ მდუღარე წყალი დაასხით და 20-30 წუთით გააჩერეთ. ეს აუცილებელია, რომ უფრო დარბილდეს. ამის შემდეგ წყალი გადაასხით და გარგარის ჩირი ქაღალდით გაამშრალეთ. გარგარის ჩირი, შაქარი და ლიქიორი ერთ თასში მოათავსეთ და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. პიურე უნდა მიიღოთ.

3. დასვენებული ცომი საგორავით გააბრტყელეთ ისე, რომ მისი სისქე დაახლოებით 5 მმ იყოს. ახლა 7-10 სმ დიამეტრის მრგვალი ფორმა გამოიყენეთ. ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ და კუთხეები ისე შეკარით, რომ სამკუთხედი მიიღოთ.

4. გარგარის ჩირის ნაცვლად შეგიძლიათ არა მხოლოდ ჩირი, არამედ „ნუტელა“, ყაყაჩოს შიგთავსი, დაქუცმაცებული კაკალი, შოკოლადი. ნებისმიერი ვარიანტი გამოგადგებათ, თუ მოგწონთ.

5. სამკუთხა ჰომენტაში პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ცომს კვერცხის გულისა და კოვზი წყლის ნარევი წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზუსტად 20 წუთით აცხვეთ. სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ასეთი მარტივი სადღესასწაულო ორცხობილა როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს მოეწონება. რაც მთავარია, ნათელი მომავლის იმედს გვაძლევს. ისევე როგორც, პურიმის დღესასწაული. გულწრფელად ვულოცავთ ყველას, ვინც ოჯახისთვის ორცხობილები უკვე მოამზადა და სიკეთისა და მშვიდობისთვის გული გააღო.