ფაფუკი ფუნთუშა–პიცა სეზამის თესლით და წვნიანი შიგთავსით

284

როცა პირველად გამოვაცხვე თურქული ფუნთუშა–პიცა, ვფიქრობდი, რომ მთელი კვირა გვეყოფოდა, მაგრამ ქმარმა და შვილებმა ორ–ორი ცალი შეჭამეს. აღმოჩნდა, რომ საკმარისი არ დავაცხვე. გაფრთხილებთ: რეცეპტი საშუალო ზომის 10–11 ცალზეა გათვლილი. თუ დიდი ოჯახი გყავთ ან მუდმივად მომზარების დრო არ გაქვთ, გაორმაგებულად დააცხვეთ. არ წააგებთ.

მოწითალო მინი პიცა სეზამის თესლით სასადილოს ცომეულს მახსენებს. ისეთივე ფაფუკი, არომატული და ნოყიერია, თან მარტივი და სწრაფი მოსამზადებელი. მიყვარს, როცა შიგთავსი წვნიანია. სოსისის და ყველის დამატებამდე ფუნთუშის შუაგულს არაჟნის და მდოგვის სოუსს ვუსვამ. თქვენ გემოვნებით იმოქმედეთ.

ფაფუკი ფუნთუშა–პიცა: მნიშვნელოვანი რჩევები

ასეთი პიცა როგორც ცხელი, ასევე ცივი გემრიელია. სამსახურში ან სკოლაში ბავშვებისთვის წასახემსებლად გამოიყენეთ. საკმაოდ ნოყიერი და მოსახერხებელი საუზმეა, რადგან ასეთი ფუნთუშა საღამოს შეგიძლიათ გააკეთოთ. ცხობის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცოტა დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ. ასე ცომეული მორთული გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 450 გ ხორბლის ფქვილი
  • 90 გ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 300 გ კეფირი
  • 9 გ საფუარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

1. თბილი კეფირი და მცენარეული ზეთი აურიეთ. მარილი, შაქარი, საფუარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. ფქვილი გაცერით, თანდათან კეფირის მასას დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ. წებოვანი არ უნდა იყოს. პირსახოცი დააფარეთ და 60 წუთით სითბოში გააჩერეთ.

3. კარგად ამოსული ცომი ჩაზილეთ, თანაბარ ნაწილებად დაყავით (ზუსტად 11 ცალი, 80 გ). დააგუნდავეთ, პირსახოცი დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.

4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. 1–1,5 სმ სიმაღლის კვერები გააკეთეთ.

5. მომავალი ფუნთუშები კიდევ 20 წუთით გააჩერეთ. გამოცხობამდე ფუნთუშები ცენტრში ჩააღრმავეთ.

6. კვერცხის გულისა და 1 ს/კ რძის ნარევი წაუსვით და სეზამის თესლი უხვად მოაყარეთ. შიგნით გემოვნებით შიგთავსი დაუმატეთ.

7. მინი პიცა 200 გრადუსზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. 15-20 წუთი ცხობა საკმარისია.

ფავორიტი შიგთავსი: რძიანი სოსისის რგოლები, პომიდვრის ნაჭრები და ხმელი ყველის კუბები. მარტივი და გემრიელია. თურქული ფუნთუშები ნამდვილად გაგაოცებთ.