ფარშირებული წიწაკები ცომში

633

მეგობრის დაბადების დღეზე გავსინჯე ფარშირებული წიწაკა ცომში, ძალიან მომეწონა. დიასახლისს დეტალურად გამოვკითხე რეცეპტი და დავიწყე ამ კერძის სახლში მომზადება.

ოჯახის წევრებსაც ძალაინ მოსწონთ ეს კერძი, ამიტომაც ვახშმად ხშირად ვამზადებ.

ინგრედიენტები

  • წიწაკა კაპი 6 ცალი
  • ქათმის ფილე 150გ
  • მარილი გემოვნებით
  • მწნილი კიტრი 3 ცალი
  • ფენოვენი უსაფუარო ცომი 2 ცალი
  • დაკონსერვებული სიმინდი 200გ
  • ხორცის სანელებლები და მარილი გემოვნებით

მომზადება

1.წვრილად დაჭერით ქათმის ფილე, მოაყარეთ სანელებლები, მარილი, სიმინდი და წვრილად დაჭრილი კიტრი. მოურიეთ.

2.წიწაკას მოაჭერით ზედა ნაწილი და ამოასუფთავეთ. ამოავსეთ წიწაკა შიგთავსით.

3.ფენოვანი ცომი დაჭერით გრძლად.

4.შემოახვიეთ წიწაკას და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი თავდახურულად და შემდეგ 10 წუთი თავსახურადხილად.

გემრიელად მიირთვით!