ფარშირებული ყაბაყი პომიდვრის სოუსში-ეს კერძი ნამდვილი აღმოჩენაა

633

ვგიჟდები ყაბაყზე, ჩემთვის განსაკუთრებული ინგრედიენტია. ფარშირებული ყაბაყი კი ნამდვილი აღმოჩენაა. სადღესასწაულო მაგიდის მთავარი კერძია.

ინგრედიენტები

  • 6 ყაბაყი
  • 300გ ნებისმიერი ფარში
  • 1 ხახვი
  • 2 პომიდორი
  • წიწაკა, პაპრიკა, მარილი, ძირა, ქინძი
  • 6 კვერცხი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

პირველ რიგში მოვამზადოთ გულსართი. მოთუშეთ ტაფაზე ფარში 4 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ხახვი და ქინძი.

მოაჭერით ყაბაყს თავი და მოაშორეთ გული, ამოავსეთ ფარშით.

ახლა კი მოვამზადოთ პომიდვრის სოუსი. მოთუშეთ დაბლენდერებული პომიდორი და მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა.

სოუსი ჩაასხით საცხობ ფორმაში, ზემოდან მოათავსეთ ყაბაყი და თითოეულში ჩატეხეთ კვერცხი.

მოაყარეთ ძირა. დააფარეთ ფოლგა და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!