ფარშირებული კარტოფილი ბეკონით – გურმანების ეს საყვარელი კერძი მხოლოდ 30 წუთში მზადდება

2015

ეს ორიგინალური კერძი გურმანების დიდ მოწონებას ნამდვილად დაიმსახურებს. თან ისე, რომ მისი მომზადების პროცესიც კი დიდ სიამოვნებას მიანიჭებთ. მისი მომზადება ახლაბედა დიასახლისებსაც არ შეუქმნის არანაირ სირთულეს, რადგან საკმაოდ მარტივად მზადდება. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები: 

  • 500 გ ფარში (ხორცის, თევზის ან ბოსტნეულის)
  • 100 გ ყველი
  • 1 შეკვრა თხლად დაჭრილი ბეკონი
  • რამდენიმე ცალი კარტოფილი
  • ოხრახუში
  • მწვანე ხახვი
  • 1 პატარა თავი ხახვი
  • ზეთი

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი ვხარშოთ კანიანად 10-12 წუთის განმავლობაში, გავაციოთ და გავასუფთაოთ. ფარშის ჩასადებად კარტოფილი გავჭრათ შუაზე (ისე, რომ გაჭრილი კარტოფილის ნაჭრები ერთმანეთში  არ აირიოს) და კოვზით ან დანით ამოვაცალოთ გული.
  2. ტაფაზე დავასხათ ზეთი და შევწვათ ფორმაში, შეწვის პროცესში დავაყაროთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და გავაცივოთ. მომზადებულ ფარშს შევურიოთ გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი.
  3. კარტოფილის ნახევრები ამოვავსოთ ფარშით და შევაერთოთ, გარედან მჭიდროდ დავახვიოთ ბეკონის თხელი ნაჭრები და დავამაგროთ ხის ჩხირით. ფარშირებული კარტოფილი გადავიტანოთ წინასწარ ღუმელში გაცხელებულ ცხიმწასმულ ტაფაზე და გავაჩეროთ ღუმელში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.
  4. მომზადებული კერძი მაგიდასთან მივიტანოთ ცხლად. ცალკე მაგიდასთან მივიტანოთ არაჟანი, ტომატი ან სხვა სოუსი.