უჩვეულო ვაფლის ტორტი მოხარშული შესქელებული რძით და კრემით

358

ვაფლის ტორტი დესერტის ყველაზე ზარმაცული ვარიანტია. ასეთი ტკბილეული მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან შეიძლება შედგებოდეს. რა თქმა უნდა, ვაფლის ტორტი მოხარშული შესქელებული რძით კულინარიული ხელოვნების მწვერვალი არაა. სწრაფად მზადდება და მაცივარში დიდხანს არ ჩერდება. თუ ბისკვიტის ცხობა გეზარებათ, მაგრამ კრემის მომზადების წინააღმდეგი არ ხართ, Gastronomia.ge–ს რეცეპტს ყურადღება მიაქციეთ.

ჩემს სამზარეულოში ვაფლის შეფუთვას ყოველთვის იპოვით. ამ პროდუქტიდან არა მხოლოდ დესერტი, არამედ საინტერესო წასახემსებელი შეგიძლიათ მოამზადოთ. რა თქმა უნდა, ხშირად ვაფლს შესქელებულ რძესთან ერთად ტორტში ვიყენებ. თქვენც სცადეთ!

როგორ მოვამზადოთ ვაფლის ტორტი მოხარშული შესქელებული რძით

კლასიკური ვაფლის ტორტი არაა. ამ დესერტისთვის მოხარშული კრემის მომზადება მოგიწევთ. შედეგი ტკბილეულის დიდ მოყვარულებსაც გააოცებთ. დესერტი ვანილის ნაყინთან და ყავასთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. საოცარი კომბინაციაა.

ინგრედიენტები:

  • 4 ვაფლის ფენა
  • 150 გ მიწისთხილი
  • 200 გ შაქარი
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 90 გ შავი შოკოლადი
  • 200 გ კრეკერი
  • 4 კვერცხი
  • 200 გ კარაქი
  • 180 გ მოხარშული შესქელებული რძე

მომზადების წესი:

1. კრეკერი და მიწისთხილი (მარილიანიც შეიძლება) ცალ–ცალკე დაფშვენით. ბლენდერი გამოიყენეთ. კვერცხს მდუღარე წყალი გადაავლეთ. ლითონის ღრმა თასში ათქვიფეთ. ეს თასი მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩადეთ.

2. კვერცხს შაქარი დაუმატეთ, ცხელ ორთქლზე მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. გააგრილეთ. რბილი კარაქი ბლენდერით თეთრი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ორივე მასა აურიეთ. ნარევს დაქუცმაცებული კრეკერი დაუმატეთ.

3. მზა მასა ორად გაყავით. ერთ ნაწილს კაკაო დაუმატეთ, მეორეს – მიწისთხილი. ტორტი ააწყვეთ. პირველ ვაფლს მიწისთხილიანი კრემი წაუსვით. მეორე ვაფლი დააფარეთ. მეორე ვაფლს კაკაოს კრემი წაუსვით.

4. შოკოლადის კრემი მესამე ვაფლით დაფარეთ, მას შესქელებული რძე წაუსვით. ბოლო ფენა დააფარეთ. დესერტს მსუბუქად ჩააწექით. მაცივარში მინიმუმ 3 საათით გააჩერეთ.

ესეც ასე. ტორტი მზადაა. უფრო გემრიელი რომ გახადოთ, კერძს გამდნარი შოკოლადი მოასხით. სუფრაზე გატანამდე შოკოლადს გამაგრება აცადეთ. აი, შოკოლადის ჭიქურის მომზადებას არ გირჩევთ, რადგან ვაფლში სწრაფად ჩადის და ძალიან არბილებს.