უსაფუარო ფუნთუშები, რომელიც პრეტენზიულ სტუმრებსაც მოეწონება

511

მახსოვს, რომ პირველად ეს საოცარი უსაფუარო ფუნთუშები დღესასწაულზე მოვამზადე. სტუმრები გაოცებულნი იყვნენ. ყველა დესერტით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ ვერავინ ხვდებოდა, რისგან გავაკეთე. ჩემს დას არც სჯეროდა, რომ თავად გამოვაცხვე. ახლა ჩემი საფირმო დესერტია. გიზიარებთ თქვენც. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ საოცარი ფუნთუშები.

ინგრედიენტები:

  • 480 გ ფქვილი
  • 125 მლ კეფირი
  • 125 მლ წყალი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 40 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

დამატებითი ინგრედიენტები:

  • კარაქი ცომზე წასასმელად
  • სიმინდის სახამებელი ცომის გასაბრტყელებლად
  • ნიგოზი
  • შაქრის სიროფი

მომზადების წესი:

1. ცომი მოზილეთ. დიდ თასში აურიეთ კეფირი, წყალი, კვერცხი, ძმარი და მცენარეული ზეთი. კარაქი გაადნეთ და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. გამაფხვიერებელი და მარილი დაუმატეთ. ყველაფერს კარგად აურიეთ. ერთგვაროვან მასას გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ. პარკი დააფარეთ და 15 წუთით გააჩერეთ.

2. ცომი 4 ნაწილად გაყავით. თითოეული ცალკე მოზილეთ და ძეხვის ფორმა მიეცით. სამუშაო ზედაპირს სიმინდის სახამებელი მოაყარეთ. ცომის პირველი ნაწილი თხლად გააბრტყელეთ. ფირფიტი თითქმის გამჭვირვალე უნდა იყოს. ზემოდან სახამებელი მოაყარეთ.

3. გაბრტყელებულ ცომს გამდნარი კარაქი წაუსვით. ზემოდან ცომის მეორე ბრტყელი ფენა დაადეთ. კარაქი წაუსვით. იგივე დარჩენილ ცომზე გაიმეორეთ. ბოლო ფენას კარაქი წაუსვით.

4. ნიგოზი დააქუცმაცეთ და ცომის ბოლო ფენას უხვად მოაყარეთ. ეს ყველაფერი ფართო რულეტად დაახვიეთ. ორცხობილის ფორმით ან ჭიქით რულეტიდან პატარა ფუნთუშები გამოჭერით.

5. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და მზა ფუნთუშები გადაიტანეთ. ზემოდან კარაქი წაუსვით. 160 გრადუსზე 1 საათით აცხვეთ. სანამ ფუნთუშები ცხელია, ზემოდან შაქრის სიროფი მოასხით.

აი, ასეთი საოცარი ცომეული გამოვა. გაგიჭირდებათ, გამოიცნოთ, როგორ მზადდება. ცოტა შრომატევადია, მაგრამ შედეგი ამად ღირს. მით უფრო ცომი მარტივია. გემრიელად მიირთვით!