როგორ შევწვათ ქათამი კარაქში

2582
Baked chicken for festive dinner. Christmas table setting

როდესაც სუფრაზე წვნიანი შემწვარი ქათამი შემოგვაქვს, მაშინვე სუნთქვაშეკრული სტუმრები ერთმანეთს გადახედავენ ხოლმე, აბა ამჯერად ვის შეხვდება ხორციანი ქათმის ფეხი ან რბილი მჭლე ფილე. დღეს ჩვენ ოგიყვებით მეთოდს, რომლის დახმარებითაც თქვენი ქათამი იქნება საოცრად რბილი და წვნიანი.

როგორ შევწვათ ქათამი თავის კანთან ერთად

ქათმის კანი – გრილი – ეს არის კერძი გამოუცდელი ხორცის მჭამელთათვის, რომლებიც მიირთმევენ იმისათვის, რომ დანაყრდნენ. ქათამი, ღუმელში შემწვარი სანელებლებით შეკმაზული და ამავდროულად კარაქში – ეს კერძი შექმნილია ნამდვილი გურმანებისთვის. თუ თქვენ მთელ ქათამს 200-220 გრადუსცე გამოაცხობთ, ის აუცილებლად გამოშრება. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად დაელოდეთ დამატებით 15 წუთი, სანამ ხორცი 180 გრადუსზე კარგად არ გამოიწვება. და თუ მაინც ვერ ითმენთ, მაშინ ჯობია ქათამი შეწვათ ფოლგაში ან სპეციალურ პაკეტში.

ინგრედიენტები

  • 1 ცალი ქათამი
  • 150გ კარაქი
  • 1 ცალი ლიმონი
  • ოხრახუში
  • კამა
  • რეჰანი
  • 4 კბილი ნიორი
  • წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ქათამი გარეცხეთ და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, რათა მოაშოროთ სისველე და გაგიმარტივდეთ მუშაობა.

2.ქათამს ბარკლებზე და მკერდზე მოაშორეთ კანი. ეცადეთ მოშორებისას არ გახიოთ.

3.გარეცხეთ ლიმონი და მოაშორეთ ქერქი. ცირტუსი გაჭერით და მოასხით ქათამს მისი წვენი.

4.ხორცს გარედან და შიგნიდან წაუსვით მარილი და წიწაკა. ქათამი მაცივარში მოათავსეთ 6-8 საათით. თუ ჩქარობთ მაშინ გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათით.

5.კარაქი მწვანილებთან ერთად – ეს არის სწორედ ის, რაც ქათამს ანიჭებს საოცარ გემოსა და არომატს. გარეცხეთ მწვანილი და წვრილად დაჭერით.

6.წვრილად გახეხეთ ლიმონის ქერქი.

7.ნიორი გაასუფთავეთ და დაჭერით.

8.დარბილებულ კარაქს დაუმატეთ მწვანილი, ლიმონის ქერქი და ნიორი. მასას მოაყარეთ წიწაკა და მარილი, ჩანგლის მეშვეობით კარგად მოურიეთ.

9.ქათმის მკერდს და ბარკლებს კარგად წაუსვით მიღებული მასა.

10.ქათამი ჩადეთ გამოსაცხობ ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში 15 წუთით. ამ მეთოდით ცხობისას კარაქი დაადნება შედარებით ნელა და ქათამი იქნება საოცრად წვნიანი.

11.ქათამი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთის განმავლობაში.

ქათამი კარაქით გამოდის არომატული და საოცრად ფაფუკი. თუ თქვენ გამოიყენებთ ფოლგას, მაშინ ქათმის მომზადებამდე 15 წუთით ადრე უნდა გადმოაბრუნოთ, რათა ყველა მხრიდან ერთნაირად შეიწვას. ფოლგის გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ ქათამი საერთოდ არ მოათავსოთ მარინადში. რას აირჩევთ თქვენ: ღუმელში შემწვარ მთლიან ქათამს თუ დაჭრილს კარტოფილთან ერთად?