ამ ცხობლას მე “ზარმაც ცოლს” ვეძახი. ამ კერძს გამოუცდელი დიასახლისებიც უმარტივესად მოამზზადებს.

მის მოსამზადებლად საჭიროა ინგრედიენტების დაჭრა და გამოცხობა.

ინგრედიენტები
- 500გ გაყინული პელმენი
- 200გ ყველი
- 1 ჩაის კოვზი ცენარეული ზეთი
- 5 კვერცხი
- 3 სუფრის კოვზი არაჟანი ან მაიონეზი
- ოხრახუში
- კამა
- მარილი და წიწაკა
მომზადება
1.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოათავსეთ ღუმელში 3-4 წუთი. მოათავსეთ 500გ გაყინული პელმენი (სითბოში მოატავსეთ 10 წუთი). ზემოდან მოაყარეთ მწვანილი.

2.გახეხეთ 200გ ყველი და მოაყარეთ პელმენს. აიღეთ 5 კვერცხი და მოათავსეთ ცალკე ჯამში. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და კარგად ათქვიფეთ კვერცხი. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი მაიონეზი ან არაჟანი.


3.კვერცხის მასა მოასხით ცხობილას. გამოაცხეთ 190-200 გრადუსზე 30-40 წუთი.


გემრიელად მიირთვით!







