ულამაზესი და უგემრიელესი ტორტი “ლეოპარდი”

2282

გარეგნულად ეს ტორტი ძალიან ჩვეულებრივია, მაგრამ როდესაც დაჭრით, იგი ლეოპარდის ლაქებს მოგაგონებთ. ამის გაკეთება კი ძალიან ადვილია და ამაში თქვენც დარწმუნდებით.

ინგრედიენტები ფენისთვის

  • 240 გრ კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
  • 200 გრ შაქრის პუდრი
  • 100 მლ რძე
  • 3 ც კვერცხი
  • 250 გრ ფქვილი
  • 1 შეფუთვა საცხობი ფხვნილი
  • 1 შეფუთვა ვანილი
  • 1 ჩ.კ. კაკაო
  • 1 ჩ.კ. ფორთოხლის წვენი
  • ნარინჯისფერი საკვები საღებავი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 500 გრ კარაქი
  • 250 გრ შაქრის პუდრი
  • 250 გრ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი

როგორ მოვამზადოთ ტორტი “ლეოპარდი”

  1. შაქარი და კარაქი ათქვიფეთ, რომ მიიღოთ კრემისებრი მასა.
  2. შემდეგ სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და საცხობი ფხვნილი და კარგად ათქვიფეთ.
  3. ბოლოს დაუმატეთ რძე და აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  4. მიღებული მასა გაყავით 3 ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო, მეორეს-ფორთოხლის წვენი, ხოლო მესამე უბრალოდ 3 ნაწილად გაყავით.
  5. საცხობ ფორმას სქლად წაუსვით კარაქი და ჩაასხით მასში თეთრი ცომის დიდი ნაწილი.
  6. ყავისფერი ცომით გააკეთეთ სპირალი, ისევე, როგორც ზემოთ ფოტოზეა მოცემული.
  7. ყავისფერი ცომის ზემოდან ფორთოხლის წვენით გაჯერებული ცომით გააკეთეთ სპირალი. იგი ბოლომდე არ უნდა ფარავდეს ყავისფერ ცომს. სპირალებს შორის სიცარიელე თეთრი ძირითადი ცომით ამოავსეთ.
  8. პირველი ფენა მზადაა. შეგიძლიათ იგი ღუმელში გამოაცხოთ. დანარჩენი 2 ფენაც სწორედ ასე მზადდება.
  9. კრემი მზადდება სტანდარტულად-ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრი. როდესაც კრემი მზად იქნება, შეინახეთ 100 გრ, იგი ტორტის გასაფორმებლად დაგჭირდებათ.
  10. დარჩენილ კრემს დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი, 50 გრ შოკოლადი კი შეინახეთ ტორტის დეკორისთვის.
  11. მიღებული კრემი წაუსვით ტორტის ფენას. ტორტის ზედაპირიც იგივე კრემით დაფარეთ სრულად.
  12. შემდეგ შოკოლადით დახატეთ ლაქები, ზემოდან კი თეთრი კრემით შედარებით პატარა ლაქები დაახატეთ. ასე ტორტს ლეოპარდის კანის ეფექტი ექნება, მაგრამ შიგნიდან ტორტი უფრო ლამაზი და ეფექტურია.

გემრიელად მიირთვით!