გარეგნულად ეს ტორტი ძალიან ჩვეულებრივია, მაგრამ როდესაც დაჭრით, იგი ლეოპარდის ლაქებს მოგაგონებთ. ამის გაკეთება კი ძალიან ადვილია და ამაში თქვენც დარწმუნდებით.
ინგრედიენტები ფენისთვის
- 240 გრ კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
- 200 გრ შაქრის პუდრი
- 100 მლ რძე
- 3 ც კვერცხი
- 250 გრ ფქვილი
- 1 შეფუთვა საცხობი ფხვნილი
- 1 შეფუთვა ვანილი
- 1 ჩ.კ. კაკაო
- 1 ჩ.კ. ფორთოხლის წვენი
- ნარინჯისფერი საკვები საღებავი
ინგრედიენტები კრემისთვის
- 500 გრ კარაქი
- 250 გრ შაქრის პუდრი
- 250 გრ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი
როგორ მოვამზადოთ ტორტი “ლეოპარდი”
- შაქარი და კარაქი ათქვიფეთ, რომ მიიღოთ კრემისებრი მასა.
- შემდეგ სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი და საცხობი ფხვნილი და კარგად ათქვიფეთ.
- ბოლოს დაუმატეთ რძე და აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- მიღებული მასა გაყავით 3 ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო, მეორეს-ფორთოხლის წვენი, ხოლო მესამე უბრალოდ 3 ნაწილად გაყავით.
- საცხობ ფორმას სქლად წაუსვით კარაქი და ჩაასხით მასში თეთრი ცომის დიდი ნაწილი.
- ყავისფერი ცომით გააკეთეთ სპირალი, ისევე, როგორც ზემოთ ფოტოზეა მოცემული.
- ყავისფერი ცომის ზემოდან ფორთოხლის წვენით გაჯერებული ცომით გააკეთეთ სპირალი. იგი ბოლომდე არ უნდა ფარავდეს ყავისფერ ცომს. სპირალებს შორის სიცარიელე თეთრი ძირითადი ცომით ამოავსეთ.
- პირველი ფენა მზადაა. შეგიძლიათ იგი ღუმელში გამოაცხოთ. დანარჩენი 2 ფენაც სწორედ ასე მზადდება.
- კრემი მზადდება სტანდარტულად-ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრი. როდესაც კრემი მზად იქნება, შეინახეთ 100 გრ, იგი ტორტის გასაფორმებლად დაგჭირდებათ.
- დარჩენილ კრემს დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი, 50 გრ შოკოლადი კი შეინახეთ ტორტის დეკორისთვის.
- მიღებული კრემი წაუსვით ტორტის ფენას. ტორტის ზედაპირიც იგივე კრემით დაფარეთ სრულად.
- შემდეგ შოკოლადით დახატეთ ლაქები, ზემოდან კი თეთრი კრემით შედარებით პატარა ლაქები დაახატეთ. ასე ტორტს ლეოპარდის კანის ეფექტი ექნება, მაგრამ შიგნიდან ტორტი უფრო ლამაზი და ეფექტურია.
გემრიელად მიირთვით!