უზბეკური პური შინაურ პირობებში: ზედმეტი ხარჯისა და ძალისხმევის გარეშე

1634

სხვადასხვა ხალხები ბლინებს და სხვა ცომეულს მზეს ადარებდნენ და საერთოდაც მათ რიტუალების ჩასატარებელ მთავარ კერძებად მიიჩნევდნენ. ახლო აღმოსავლეთის ხალხები დღემდე უდიდეს პატივს სცემენ პურს.

დღეს “გასტრონომიას” რედაქციამ მოამზადა უზბეკური პურის, პატირის რეცეპტი ქუნჯუთით და გოგრის თესლით. ასეთი კერძი არავის დატოვებს გულგრილს.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 200 მლ წყალი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 კვერცხის გული
  • სელის თესლი გემოვნებით
  • ქუნჯუთი გემოვნებით
  • გოგრის თესლი გემოვნებით

მომზადება

1. ღრმა თასში შეურიეთ გაცრილი ფქვილი, საფუარი, მარილი, შაქარი. ნელ-ნელა დაუმატეთ ზეთი, თბილი წყალი და მოზილეთ ელასტიური ცომი. შეფუთეთ და დატოვეთ 1 საათით.

2. როცა ცომი ამოვა, გაყავით სამ ნაწილად, შექმენით ბურთები და კიდევ 30 წუთით დატოვეთ, დააფარეთ პირსახოცი.

3. ჩააღრმავეთ სამივე ნაწილი, წაუსვით კვერცხის გული, ჩაღრმავებაში მოაყარეთ თესლები. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ცომი, შედგით 250 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით.

მზა კერძი შესანიშნავად შეავსებს მთავარ კერძებს ან ბოსტნეულის გარნირებს. და თუ კი მათ შუაზე გაჭრით და მოხარშულ კრემს ან ჯემს წაუსვამთ, შესანიშნავი დესერტი გამოვა. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!