უგემრიელესი ხრაშუნა ხემსი ქათმის ფარშისგან

1944

“მწყრის ბარკლები” – ელეგანტური ხემსია, თუმცა საკმაოდ ძვირად ღირებული. თუმცა, გამოცდილი დიასახლისებისთვის წინააღმდეგობები არ არსებობს. შესაძლებელია მიმართოთ ეშმაკობას და მოამზადოთ ანალოგი ქათმის ფარშისგან. დარწმუნებული ვართ, ასეთი კერძი თქვენს სტუმრებს ჯერ არ დაუგემოვნებიათ.

შებრაწული, ხრაშუნა და შიგნიდან წვნიანი საუცხოო კერძი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს!

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის ფარში
  • 250 გრ ფქვილი
  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1-2 ც კვერცხი
  • 2 ც ხახვი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 3 კბ ნიორი
  • 200 გრ “ჩხირები” (მარილიანი ნამცხვარი)
  • საფანელი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოამზადეთ ცომი. დაუმატეთ მარილი და პილპილი ოთახის ტემპერატურის კეფირს. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ არც თუ ისე მყარი ცომი.
  2. მოამზადეთ შიგთავსი. გაატარეთ ან დააბლენდერეთ ნიორი და ხახვი, შეურიეთ ფარშს, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  3. გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით ჭიქით წრეები.
  4. ცენტრში მოათავსეთ სათითაოდ ჩხირები, ერთი მხარე ცომის მიღმა უნდა იყოს. ზემოდან მოათავსეთ ფარში კოვზით და მოუჭირეთ ცომს კუთხეები ვარენიკების მსგავსად. გაიმეორეთ იგივე დანარჩენ ინგრედიენტებთან.
  5. ათქვიფეთ კვერცხები და მოამზადეთ საფანელი. ამოავლეთ ნაწარმი ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში.
  6. ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი, წამოადუღეთ და შეწვით ნაწარმი ორივე მხრიდან.

ინგრედიენტების ასეთი რაოდენობიდან დაახლოებით 16-18 “მწყრის ბარკლებს” მიიღებთ. ყველა სტუმარს ეყოფა! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!