უგემრიელესი ძეხვი

744

ეს რეცეპტი ჩემმა მაეგობარმა გამიზიარა, უკვე დიდიხანია ამ კერძს ვამზადებ.

ბავშვებს დიზაინი ძალიან ხიბლავთ და გემოც მოსწონთ!

ინგრედიენტები

  • ბალიკი 150გ
  • ქათმის ფილე 150გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • კამა 40გ
  • ნიორი 2 კბილი
  • კეფირი 200გ
  • მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • ჟელატინი 35გ
  • წყალი 100მლ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.დაალბეთ ჟელატინი 100მლ ცივ წყალში და დაელოდეთ ამოფუებას. ამასობაში გაასუფთავეთ ფილე, მოხარშეთ კვერცხი და ფილე.

2.დაჭერით ბელიკი, კათმის ხორცი, კვერცხი კუბიკებად. აურიეთ, დაუმატეთ დაქუცმაცებული მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი.

3.გაალღვეთ ჟელატინი, დაუმატეთ კეფირი, მარილი და მდოგვი.

4.მასა ჩაასხით გადაჭრილ ბოთლში. ჩაასხით კეფირი და ნელ-ნელა მოურიეთ ხის წკირით.
5.მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 3 საათი.

გემრიელად მიირთვით!