შაურმა საკმაოდ პოპულარული კერძია, რომელიც ჩვენთან ახლო აღმოსავლეთიდან შემოვიდა. შაურმა ძლიან ნოყიერი და გემრიელია, მისი დამზადება სახლშიც შეგიძიათ, დღეს სწორედ მის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
სახლში მომზადებული შაურმა ლავაშით
- 500 გრამი ხორცის ფარში
- 1 ცალი კვერცხი
- 8 ცალი ლავაში
- 1 საშუალო ზომის თეთრი კომბოსტო
- 450 გრამი სტაფილო
- ხმელი სუნელი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შეწვისთვის
ეცადეთ ახალი ლავაში შეარჩიოთ, ძველი ლავაში მზადების პროცესში დაიხევა. იმისთვის, რომ ლავაშმა დიდხანს შეინარჩუნოს სიახლე, შეგიძლიათ ის საყინულეში შეინახოთ.
მომზადების წესი:
1. ჯერ მოამზადეთ ფარში. აურიეთ კვერცხთან და სუნელებთან. მოამზადეთ საშუალო ზომის კატლეტები და საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწვით.
2. კომბოსტო ჩხირებად დაჭერით
3. ლავაშის ფურცელი გაასწორეთ და ლიმონიანი წყლით ოდნავ დაასველეთ, ცენტრში წაუსვით მაიონეზი, მდოგვი და კეტჩუპი – გემოვნებით.
4. ლავაშის ერთ კიდეზე ფენებად მოათავსეთ: ჯერ კომბოსტო, შემდეგ სტაფილო და ბოლოს დაჭრილი კოტლეტები.
5. ლავაში რულეტად მოახვიეთ.
6. გააცხელეთ ცოტაოდენ ზეთ მოსხმული ტაფა. მასზე რულეტები გაოქროსფრებამდე, ორივე მხრიდან შეწვით.
7. ოდნავ გააგრილეთ შაურმა და გემრიელად მიირთვით!
შაურმის იდეალური რეცეპტი არ არსებობს, ყველას განსხვავებული რეცეპტი აქვს, შეგიძლიათ ეს ვერსიაც თქვენი გემოვნებისა და ფანტაზიის მიხედვით შეცვალოთ!