ზოგჯერ ყველას უნდება გემრიელი, ხრაშუნა და მარილიანი ხემსი. თუ ჩიფსების შეძენა თქვენი ცხოვრების წესებს ეწინააღმდეგება, მაშინ ეს უგემრიელესი დესერტი სწორედ თქვენთვის გახლავთ შექმნილი!
ამ სტატიაში უგემრიელესი და ხრაშუნა ყველიანი ჩხირების დესერტს შემოგთავაზებთ. ის თითქოს ჩვეულებრივია მაგრამ, თავისი გემოთი მაინც გამოირჩევა! მისი მთავარი უპირატესობა მომზადების სიმარტივეშია.
მომზადების წესი:
1. გაალღვეთ ნაყიდი ფენოვანი ცომი. წაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ მარილი და პილპილი. (მარილი და პილპილი გემოვნებით. შეგიძლიათ ისინი წინასწარ, კვერცხის გულშივე ჩაამატოთ და გათქვიფოთ).
2. წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი და კვერცხის გულ მოსმულ ცომს მოაყარეთ.
3. ცომი 2 სანტიმეტრის სისქის ჩხირებად დაჭერით.
4. ჩხირების თავი და ბოლო, ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაახვიეთ. (მიიღებთ ფოტოზე ნაჩვენებ ფორმას).
5. ქურა 200 გრადუსზე გააცხელეთ და მასში ჩხირები 20 წუთი აცხვეთ. შეგიძლიათ ჩხირებს გამოცხობამდე სეზამის მარცვლებიც მოაყაროთ.
როგორც ხედავთ ძალიან მარტივი რეცეპტია, თუმცა ამავდროულად ის ძალიან გემრიელი და ხრაშუნაც გახლავთ! დესერტი მეგობრებსაც გაუზიარეთ, ის თქვენს შეკრებებს მეტ სიხალისეს შესძენს!