ფუნთუშა – ყველასათვის საყვარელი დესერტია. 54 ქვეყანა ტრადიციულად ამზადებს ფუნთუშებს. ალბათ ყველას გაგისინჯავთ ფრანგული კრუასანები და ბელგიური ვაფლები.
დედაჩემი და ბებიაჩემი ყოველთვის აცხობდნენ სახლში ფუნთუშებს სხვადასხვა შიგთავსებით.
კალორიულობა – მარალი
მომზადების დრო – 2 საათი და 40 წუთი
რაოდენობა – 10 -12 ცალი
ინგრედიენტები
ცომისთვის
- კვერცხი 2 ცალი
- საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
- რძე 1 ჭიქა (230მლ)
- შაქარი 80გ
- კარაქი 100გ
- ფქვილი 600-700გ
მოსაყრელად
- შაქარი 30-50გ
- ყაყაჩო 20-30გ
მომზადება
1.თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი, ჩაის კოვზი შაქარი, 200-300გ ფქვილი, მოზილეთ და დაელოდეთ 30-40 წუთი.
2.მასა ამოვიდა.
3.ცალკე ჯამში გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ კვერცხი, მოურიეთ.
4.კვერცხის მასას დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ.
5.მიღებული მასა დაუმატეთ რძის მასას. დაელოდეთ ცომის ამოსვლას 1 წუთი.
6.დაყავით ცომი ნაწილებად, გააბრტყელეთ, მოაყარეთ შაქარი და ყაყაჩო.
7.დააახვიეთ რულეტისებურად და დაჭერით.
8.ოთხკუთხედები დაჭერით შუაზე და ამოაბრუნეთ.
9.გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე.
10.გამოაცხვეთ 35 წუთი 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!