როდესაც ხელთ ფუთუშების ახალი რეცეპტი მივარდება, ყველა საქმეს ვანებებ თავს და მაშინვე ცომის მოზელას ვიწყებ. ცხობის სიყვარული, ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა… და სხვა რაზე შეიძლება იფიქრო, როდესაც ფოტოზე ასეთ გემრიელობას ხედავთ?
ჰაეროვანი ტკბილი ცომეულის მოყვარულებს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ფუმფულა ფუნთუშები სახლში დამზადებული შესქელებული რძის შიგთავსით.
ფუნთუშები შედედებული რძით
ინგრედიენტები ცომისთვის
- 420 გრ ფქვილი
- 1 ც კვერცხი
- 200 მლ რძე
- 3 ს.კ. შაქარი
- 50 გრ კარაქი
- 7 გრ საფუარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
ინგრედიენტები გასაფორმებლად
- 30 გრ შაქარი
- 30 გრ ფქვილი
- 15 გრ კარაქი
მომზადების წესი
1. გაათბეთ რძე, დაუმატეთ საფუარი, 1 ს.კ. შაქარი და მოურიეთ.
2. შემდეგ დაუმატეთ 3 ს.კ. გაცრილი ფქვილი, კვლავ მოურიეთ და გააჩერეთ მასა ნახევარი საათით.
3. გაადნეთ კარაქი და კვერცხს, მარილს და მზა შაქარს შეურიეთ.
4. კვერცხისა და კარაქის ნაზავი დაუმატეთ საფუარიან მასას და ფრთხილად მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი იყოს, თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მცენარეული ზეთი.
5. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ, რომ ცომი არ დაეკროს და მოზილეთ ცომი მანამ, სანამ აღარ ხელზე მოგეკრობათ.
6. შემდეგ აიღეთ სუფთა ღრმა ჭურჭელი, წაუსვით ზეთი და მასში ცომი მოათავსეთ. ჭურჭელს საკვები ცელოფანი ან სამზარეულოს ხელსახოცი გადააფარეთ და 25-35 წუთის განმავლობაში თბილ ადგილას გააჩერეთ.
7. შემდეგ ისევ მოზილეთ ცომი, გადააფარეთ საკვები ცელოფანი და კვლავ ნახევარი საათით გააჩერეთ.
8. ფუნთუშების გაფორმების მოსამზადებლად, ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი და კარაქი. ხელით მოურიეთ, რომ მიიღოთ პატარა ნამცეცები.
9. შენახული ცომი თანაბარ ნაწილებად გაჭერით, თითოეული დაამრგვალეთ, შემდეგ გადააფარეთ საკვები ცელოფანი და 10-15 წუთით გააჩერეთ.
10. ბურთები გააბრტყელეთ. თითოეულის ცენტრში მოხარშული შესქელებული რძე მოათავსეთ და კვლავ დაამრგვალეთ ცომის ნაჭრები.
11. შიგთავსიანი ფუნთუშები ერთმანეთისგან დაშორებით საცხობ ლანგარზე დაალაგეთ და საკვები ცელოფანი გადააფარეთ. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ.
12. ფუნთუშებს ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და ზემოდან წინასწარ გამზადებული კარაქისა და ფქვილის ნამცეცები მოაყარეთ. შემდეგ შედგით ფუნთუშები ღუმელში და 25-35 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
შიგთავსად შესქელებული რძის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი ჯემი, მურაბა ან სეზონური ხილი გამოიყენოთ. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ფუნთუშები შოკოლადის შიგთავსით.