მწიფე ქლიავს მწვანილით ვავსებ და ზამთრისთვის მარინადში ვდებ

617

ქლიავი სეზონის ნამდვილი საგანძურია. მისი სეზონი დასასრულს უახლოვდება, ამიტომ ცოტა მომარაგება უნდა მოასწროთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დაამარინადოთ ქლიავი ზამთრისთვის. უჩვეულო რეცეპტია, რომელსაც ქლიავს სიურპრიზით ვუწოდებთ. მომზადება სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ.

როგორ დავამწნილოთ ქლიავი ზამთრისთვის

ინრედიენტები:

  • 1 კგ ქლიავი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა პიტნა
  • ცხარე წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

მარილწყლის ინგრედიენტები:

  • 1 ლ წყალი
  • 2 ს/კ მარილი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 0,8 ლ ძმარი

მომზადების წესი:

1. შესაფერისი ქლიავი შეარჩიეთ. მკვრივი და დიდი უნდა იყოს. თუ უკვე ნაყიდი გაქვთ, ისეთი იყოს, როგორიც არის. პრინციპში, ნებისმიერი გამოგადგებათ. მთავარია, რომ რბილი ნაყოფი არ აიღოთ. ქლიავი გარეცხეთ, შუაზე ჩაჭერით და კურკა ამოიღეთ.

2. შიგთავსი მოამზადეთ. ოხრახუში და პიტნა წვრილად დაჭერით. შეგიძლიათ გაატაროთ. ცხარე წიწაკა სურვილისამებრ დაუმატეთ. მასთან ერთად უფრო პიკანტური გამოვა. აურიეთ და კარგად დაამარილეთ. თუ ფიქრობთ, რომ შიგთავსი ბევრია, არ იდარდოთ, ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ.

3. თითოეულ ქლიავში შიგთავსი ჩადეთ. ბევრი ჩადეთ, არ დაგენანოთ. ქილების სტერილიზაცია არ დაგავიწყდეთ. ქლიავი ქილებში მჭიდროდ ჩააწყვეთ. ცარიელ ადგილებში ნივრის კბილები ჩადეთ. ისეთი გემრიელი გამოვა, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. ესეც სურვილის მიხედვით.

4. მარილწყალი გააკეთეთ. წყალი აადუღეთ. შაქარი და მარილი დაუმატეთ. როცა ადუღდება, ძმარი ჩაასხით და ადუღებას დაელოდეთ.

5. ქლიავს ცხელი მარილწყალი დაასხით და მოხუფეთ. გაგრილება აცადეთ, შემდეგ ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ. თუ ვერ ითმენთ, 40 დღის შემდეგ ქილა შეგიძლიათ გახსნათ.

ახლა იცით, როგორ დაამარინადოთ ქლიავი ზამთრისთვის. მომზადებას გირჩევთ. ერთი შეხედვით უცნაური რეცეპტია, მაგრამ საოცარი კომბინაცია გამოდის. ერთხელ გასინჯეთ და სამუდამოდ შეგიყვარდებათ.