უგემრიელესი ტორტი “პანჩო” ბანანით და მარწყვით – ჩემი საფირმო რეცეპტი

629

დღეს მოვამზადებთ გემრიელ და ლამაზ დესერტ “პანჩოს”.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • კვერცხი 5 ცალი
  • მცენარეული ზეთი 50მლ
  • შაქარი 180გ
  • ფქვილი 200გ
  • რძე 100მლ
  • კაკაო 30გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი

კრემისთვის

  • არაჟანი 25-30% 400გ
  • შაქარი 70გ
  • ბანანი 1 ცალი
  • მარწყვი 10-15ცალი

მომზადება

მოვამზადოთ ინგრედიენტები. კვერცხი უნდა იყოს აუცილებლად ოთახის ტემპერატურის.

ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი.

გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო.

ფრთხილად მოურიეთ კოვზით, არ გამოიყენოთ მიქსერი.

2 კოვზს დაუმატეთ ზეთი და დააბრინეთ ჯამში.

ნელ-ნელა ჩაასხით ცხელი რძე და მოურიეთ.

გამოგივათ ცოტა თხელი ცომი.

ჩაასხით ქაღალდით ამოფენილ ფორმაში. გამოაცხეთ 160 გრადუსზე 15-17 წუთი.

დაელოდეთ სრულად გაგრილებას.

ამოჭერით ჯამის დიამეტრის წრე, რომელშიც უნდა ააწყოთ დესერტი. დარჩენილი კორჟი დაჭერით კუბიკებად.

ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი.

ჯამი შეფუთეთ პაკეტით, წაუსვით კრემი და ფენებად დაალაგეთ ბისკვიტი, ბანანი, მარწყვი და კემი.

ასე ააწყეთ დესერტი.

ზემოდან დაადეთ მრგვალი კორჟი და კარგად დააწექით, რათა ამოივსოს მთლიანი სიცარიელე. შეინახეთ მთელი ღამე მაცივარში.

ამოაბრუნეთ და მოხსენით პაკეტი.

გააფორმეთ სურვილისამებრ. მე შოკოლადის მინანქრით და მოხალული თხილით ვაფორმებ.

გემრიელად მიირთვით!