ნაზი სალათი „პატარძალი“: ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ

3462

სალათს სახელი ნამდვილად სწორად აქვს შერჩეული – სალათის ფენები არ იტკეპნება, თავისუფლად იდება და ისეთივე ჰაეროვანი გამოდის, როგორც „პატარძლის ფატა“. ძალიან ცოტა პროდუქტებიდან ერთი დიდი კერძის მომზადებას შეძლებთ. თან მხოლოდ ხელმისაწვდომი პროდუქტები სჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 1 თავი (150-200 გრ) ქათმის გულმკერდი (მოხარშული)
  • 2 კარტოფილი (მოხარშული)
  • 4 ქათმის კვერცხი (მოხარშული)
  • 1 ხახვი
  • 2 მდნარი ყველი
  • მაიონეზი

მომზადების წესი:

  1. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სალათის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ. ყველაფერი, რასაც მოხარშვა სჭირდება, მოხარშეთ, შემდეგ გააგრილეთ და გაასუფთავეთ.
  2. ხახვი გაასუფთავეთ და მდუღარე წყალი გადაავლეთ ან დაამარინადეთ – ეს ვარიანტი უფრო მომწონს. აი, როგორ კეთდება: ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, პატარა თასში ჩადეთ, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ შაქარი, 1 ს/კ ძმარი დაუმატეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ხახვი ამ მარინადში 10-15 წუთით გააჩერეთ.
  3. სანამ ხახვი მარინადდება, მოხარშული ქათმის ხორცი აწეწეთ ან პატარა ნაჭრებად დაჭერით. დანარჩენი სალათის აწყობისას შეგიძლიათ ზემოდან დაახეხოთ.
  4. სალათის ასაწყობად ღრმა სასალათე ან ბრტყელი თეფში დაგჭირდებათ. პირველ ფენად კარტოფილი გახეხეთ, მაიონეზის თხელი ფენით (მაიონეზის ბადით) დაფარეთ.
  5. მეორე ფენად ქათმის ხორცი დაუმატეთ, შემდეგ დამარინადებული ხახვი და კვლავ მაიონეზის თხელი ფენა.
  6. ამის შემდეგ ქათმის კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ხახვის ფენას კვერცხის გული წვრილად დაახეხეთ.
  7. შემდეგ 2 მდნარი ყველი დაახეხეთ და მაიონეზის ბადე დაუმატეთ.
  8. მხოლოდ კვერცხის ცილები დარჩა! სახეხით მთელ ზედაპირზე დაახეხეთ – ბოლო ფენაა, ამიტომ თანაბრად გადაანაწილეთ.
  9. სალათი მზადაა – ძალიან ჰაეროვანი და გემრიელია. ასეთი სალათი ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა გასინჯოთ!

გემრიელად მიირთვით!