კორეული სამზარეულო გამორჩეულია სალათების სიმრავლით.
ამ ხერხით სოკოს მომზადება ძალიან მარტივია.
შედეგი ყველას ნამდვილად მოეწონება.
ჩემს ოჯახს ძალიან უყვარს ეს სალათი, ამიტომაც მე მას ხშირად ვამზადებ.
ინგრედიენტები
- სოკო 1კგ
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- ხახვი 4 ცალი
- ძმარი 9% 2 სუფრის კოვზი
- მცენარეული ზეთი 100მლ
- ქინძი და კამა
- მარილი 0,5 სუფრის კოვზი
- ქინძის კაკალი 1 სუფრის კოვზი
- შაქარი 2 სუფრის კოვზი
- წითელი წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
- შავი წიწაკა 0,5 სუფრის კოვზი
- პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
- ნიორი 4-5 კბილი
მომზადება
- კარგად გარეცხეთ სოკო და გაყავით რამდენიმე ნაწილად.
- სოკოს მოაყარეთ სანელებლები და მოათავსეთ ცხელ წყალში.
- წყლის ადუღების შემდეგ დაელოდეთ 4-5 წუთი.
- მოხარშვის შემდეგ გადაასხით წყალი და გააგრილეთ სოკო.
- ხახვი დაჭერით მრგვლად.
- გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით გრძლად.
- დააქუცმაცეთ ნიორი და მწვანილი.
- გახურებულ ტაფას მოასხით მცენარეული ზეთი.
- შეწვით ხახვი ტაფაზე.
- ღრმა ჯამში მოათავსეთ ხახვი და დაუმატეთ ბულგარული წიწაკა.
- შემდეგ დაუმატეთ მწვანილი, სალათის ცენტრში მოათავსეთ ნიორი.
- შემდეგ დაუმატეთ შაქარიი, მარილი, ქინძი, პაპრიკა, შავი წიწაკა და ნიორს მოაყარეთ წითელი წიწაკა.
- მოასხით ძმარი და დაუმატეთ მოთუშული ხახვი.
- მოურიეთ ხელით (აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანი).
- სალათი მოათავსეთ მაცივარში 3 საათი.
- გემრიელად მიირთვით!