მე ამ სალათს ყველა დღესასწაულზე ვამზადებ. მგონია, რომ იდეალურად უხდება სადღესასწაულო მაგიდას. გემრიელი, პიკანტური, ძალიან მარტივი და ლამაზი.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე (მოხარშული)
- 1 ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 4 რგოლი კონსერვირებული ანანასი
- 150გ ყველი
- 150გ მაიონეზი
- ბროწეული
მომზადება
1.ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ. მზა ხახვს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 2 წუთი.
2.დაჭერით ქათმის ფილე წვრილად და მოათავსეთ თეფშზე. ეს იქნება პირველი ფენა, შემდეგ წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ ხახვი ნიორთან ერთად.
3.ქილიდან ამოიღეთ 4 ნაჭერი ანანასი, დაჭერით საშუალო კუბიკებად და დაუმატეთ სალათს. ეს იქნება მესამე ფენა.
4.მეოთხე ფენა კი შედგება ყველისგან. გახეხეთ ძალიან წვრილად, მოაყარეთ ანანასის ფენას. მოასხით მაიონეზი და გააფორმეთ ბროწეულით.
გემრიელად მიირთვით!