პელმენი ზარმაცებისთვის – ნოყიერი და გემრიელი კერძია. ასეთი გემრიელობის მომზადება მარტივია და დიდ დროს არ საჭიროებს. სეუსის გამზადება სავალდებულო არ არის, შეგიძლიათ პილმენს წყალი დაასხათ და შემდეგ არაჟანთან ერთდ მიირთვათ მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ სოუსით უფრო გემრიელი გამოდის. შეგიძიათ ფანტაზია გამოიყენოთ და ნებისმიერი სხვა სოუსი მოამზადოთ, მაგალითად: ბულგარული წიწაკის, ყაბაყის, პომიდვრის და ნივრის.
ინგრედიენტები ცომისთვის:
- 100 მილიგრამი თბილი წყალი
- 350 – 400 გრამი ფქვილი
- 2 კვერცხი
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- მწიკვი მარილი
ფარშის ინგრედიენტები:
- 500 გრამი ღორის ხორცი
- 300 გრამი საქონლის ხორცი
- 2 ცალი ხახვი
- მარილი და წიწაკა
სოუსის ინგრედიენტები:
- 1 პატარა ბულგარული წიწაკა
- 1 ცალი ხახვი
- 3-4 პომიდორი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- მარინი, წიწაკა, სუნელები, მწვანილი
მომზადების წესი:
1. ჯერ მოზილეთ ცომი: გაცერით ფქვილი, შეაზავეთ მარილით, დაუმატეთ ზეთი. ათქვიფეთ კვერცხი და მოზილეთ ცომი, წყალი ზელვის პროცესში დაუმატეთ. ბოლოს ცომი დააგუნდავეთ, სველი პირსახოცი გადააფარეთ და 1.5 საათით გააჩერეთ.
2. ხორცი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ხახვი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით (ან დააბლენდერეთ). მოწვით ხახვი მცენარეულ ზეთში და ფარშს დაუმატეთ, შემდეგ გათქვიფეთ კვერცხი და ფარშთან ერთად კარგად გადაურიეთ.
3. ახლა მომაზადეთ სოუსი. ხახვი ბლენდერში დააქუცმაცეთ, დაჭერით წიწაკა და ოდნავ მოწვით. ჩაუმატეთ დაჭრილი პომიდორი და 5-6 წუთის განმავლობაში თუშეთ. ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაბლენდერებული ნიორი, მარილი, შაქარი, სუნელები, ნარევი ადურებამდე მიიყვანეთ და გამორთეთ.
4. მაგიდას ფქვილი მოაყარეთ და ცომი გააბრტყელეთ. მას მომზადებული ფარში წაუსვით და რულეტი გადაახვიეთ. რულეტი 3-4 სანტიმეტრი სიგანის ნაჭრებად დაჭერით. ყოველი ნაჭრის ქვედა მხარე შეკარით, შედეგად ვარდის ფორმას მიიღებთ. ნაჭრები ფორმაში ჩაალაგეთ ერთმანეთისგან მცირეოდენი დაშორებით.
5. სოუსს ჭიქა მდუღარე წყალი დაუმატეთ. მოურიეთ და შემდეგ პელმენებიან ფორმაში ჩაასხით.
6. კერძი 200 გრადუსზე გაცხელებულ ქურაში აცხვეთ 25-35 წუთის მანძილზე.
7. სუფრასთან არაჟნისა და დაჭრილი მწვანილის თანხლებით მიიტანეთ.
მოამზადეთ ეს კერძი და ახლობლები უგემრიელესი სიახლით გააოცეთ.