სქელი და არომატული წვნიანი შესანიშნავად უხდება ღომს ან მჭადს. მეგრულ ხარჩოს დიდი წარდგენა არ სჭირდება, მას როგორც წესი, საქონლის ხორცისგან ამზადებენ. მოამზადეთ სიამოვნებით…
ინგრედიენტები:
- ქათამი 1 ცალი
- ნიგოზი 400 გ
- ხახვი 2-3 თავი
- ხარჩოს სუნელი 1 სუფრის კოვზი
- ზაფრანა 1 ჩაის კოვზი
- კვაწარახი 1/2 ჩაის კოვზი
- სიმინდის ფქვილი 2 სუფრის კოვზი
- ნიორი, მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- ქათამი კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ და ჩავაწყოთ თუჯის ქვაბში.
- დავასხათ ადუღებული წყალი ისე, რომ ხორცს ფარავდეს და მოვხარშოთ.
- მოხარშული ხორცი ამოვიღოთ ქვაბიდან, ხოლო ბულიონი გადავწუროთ.
- გაგრილებულ ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და ამ ცხიმში ჩავშუშოთ დაჭრილი ხახვი ხორცთან ერთად.
- გაცივებულ ბულიონში გავხსნათ ერთად დანაყილი ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ხარჩოს სუნელი და ზაფრანა.
- დავუმატოთ კვაწარახი ან ტყემალი და სიმინდის ფქვილი.
- კარგად ავურიოთ და მიღებული წვენი დავასხათ მოშუშულ ხორცს.
- სასურველი სისქის მისაღწევად შეიძლება დავუმატოთ ცოტა ადუღებული წყალი.
- ვადუღოთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 15 წთ.
რედაქციის რჩევა: იხვის ხორცით მომზადებული ხარჩოც არაჩვეულებრივად გემრიელი გამოდის.