პაშტეტის უამრავი ნაირსახეობა არსებობს, სადაც წამყვანი ინგრედიენტი ქათმის,ძროხისა თუ ღორის ღვიძლია, დამხმარედ კი ბეკონი, გატარებული ხორცი და სხვა. მაგრამ ჩვენ დღეს ყველაზე სასარგებლო პაშტეტს მოვამზადებთ, რომელიც თევზისგან მზადდება.
ინგრედიენტები:
- ქაშაყი – 500 გრამი
- ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა
- ხახვი – 100 გრამი
- მწვანილი – ზედ მოსაყრელად
- თეთრი პურის გული – 150 გრამი
მომზადების წესი:
- შევარჩიოთ მსუქანი ქაშაყი. რამდენიმე საათით ადრე ჩავაწყოთ ცივ წყალში, წყალი ხშირად ვუცვალოთ; შემდეგ მოვაცილოთ გარეთა ძვლები და კანი.
- დავჭრათ მცირე ნაჭრებად და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მასშივე გავატაროთ წინასწარ დამბალი პურის გული, ხახვი და ნიგოზი. ავურიოთ ერთმანეთში.
- მიღებულ მასას მოგრძო ლანგარზე მივცეთ თევზის ფორმა, ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა ან ოხრახუში.
- შეიძლება ნიგვზის ნაცვლად დაკეპილი ქაშაყის მასას გავურიოთ 1 სუფრის კოვზი კარაქი. პურის გულის შემთხვევაში შეიძლება ვიხმაროთ გამხმარი პურის დანაყილი ორცხობილა.
გემრიელად მიირთვით!