უგემრიელესი ბანანის ტორტი ბისკვიტებისგან.

2650

თუ თქვენ ხართ ტორტის ფანი, მაშინ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი!მრავალ ფენიანი ბისკვიტის ტორტი, ბანანისა და რძის კრემით – ეს არა მხოლოდ გემირიელია, არამედ ულამაზესიცაა. როგორც ყველა რეცეპტს ასევე ჩვენს რეცეპტსაც აქვს საიდუმლო ინგრედიენტი. ეს ინგრედიენტი კი მაიონეზია, რომელიც ტორტს დაუვიწყარ გემოს სძენს. საკმარისია ეს ინგრედიენტი ერთხელ დაამატოთ ცომში და თქვენ მასზე უარს ვეღარ იტყვით.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი-5 ცალი
  • მაიონეზი-300გ
  • ხორბლის ფქვილი-2 ჭიქა
  • ბანანი-3 ცალი
  • შაქარი-200გ
  • შესქელებული რძე-570გ
  • გამაფხვიერებელი-10გ
  • კარაქი-150გ

მომზადება

1. კვერცხი და შაქარი თქვიფეთ სქელი მასის მიღებამდე. შემდეგ დაამატეთ მაიონეზი და შესქელებული რძე.ერთმანეთში არეული ფქვილი და გამაფხვიერებელი შეურიეთ მთლიან მასას. ეს ინგრედიენტები კარგად აურიეთ და გაყავით 3-4 ნაწილად (ფირფიტად).

2.თითოეული ფირფიტა გამოაცხვეთ 170 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. პარალელურად გააკეთეთ ბანანის პიურე ბლენდერის დახმარებით. დარჩენილი შესქელებული რძე შეურიეთ დამდნარ კარაქს და აურიეთ ბანანის პიურესთან ერთად.

3.ვაწყობთ ტორტს. ერთ ფირფიტაზე თანაბრად გადაანაწილეთ კრემი და შეაერთეთ მეორესთან. ტორტის თავი და გვერდები დაფარეთ კრემის ფენით. ტორტი გააფორმეთ ბანანით, ქოქოსით და ნუშით. დატოვეთ მაცივარში 2-3 საათი.

ბანანის წვნიანი ტორტის მომზადება უმარტივესია, მის მოსამზადებლად არ გჭირდებათ არანაირი ეგზოტიკური ინგრედიენტები. მერწმუნეთ თუ თქვენ მას თუნდაც ერთხელ გასინჯავთ, მისი გემო არასდროს დაგავიწყდებათ. ეს ტორტი შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან და ყავასთან. ისიამოვნეთ უგემრიელესი დესერტით, ჩვენ კი ასეთ საოცარ რეცეპტებს ხშირად შემოგთავაზებთ.