მზად ვარ ყოველდღე გამოვაცხო: შეუდარებელი ხაჭოს პეროგი

1161

რბილი და ჰაეროვანი პეროგი ნაზი ხაჭოს შიგთავსით შეუდარებელი გამოდის. ჩაიზე მისაყოლებლად და სტუმრების გასამასპინძლებლად იდეალურია. ძალიან მარტივად მზადდება, ხაჭოს შეგიძლიათ ნებისმიერი შემავსებელი დაუმატოთ.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 80 გრ შაქარი
  • 200 გრ არაჟანი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 180 გრ ფქვილი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 350 გრ ცხიმიანი ხაჭო
  • 80 გრ შაქარი
  • ვანილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ მანანის ბურღული
  • გარგარი ან სხვა შემავსებელი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი აურიეთ და აფუებამდე ათქვიფეთ. არაჟანი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ, ათქვიფეთ. გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და ათქვიფეთ.
  2. ხაჭო სხვა ინგრედიენტებს აურიეთ.
  3. ნებისმიერი ცხიმიანობის ხაჭო აიღეთ. მზა ტკბილი ხაჭოს მასა ჩირის ნაჭრებით გამოგადგებათ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი ჩაასხით.
  4. ცომში შიგთავსი ფრთხილად დაუმატეთ. სასურველია, შუაგულში ჩაუმატოთ. ზემოდან გარგარის ნაჭრები ან სხვა კენკრა გემოვნებით მოაყარეთ.
  5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40-45 წუთით აცხვეთ.
  6. პეროგი სჯობს ფორმაში ცოტა გააგრილოთ, შემდეგ გისოსზე გადაიტანეთ და სრულად გააგრილეთ. პეროგი წვნიანი და არომატულია.
  7. ძალიან ორიგინალური პეროგი გამოგივათ, თუ ხაჭოს ლიმონის ცედრას დაუმატებთ.

გემრიელად მიირთვით!