ტულური თაფლაკვერის მომზადების რეცეპტი

1021

Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ დესერტს, რომელიც ცნობილ „ტულურ თაფლაკვერს“ ჰგავს. რეცეპტი კლასიკური არაა, მაგრამ მასთან ახლოსაა და გემოთი ორიგინალისგან ვერ განარჩევთ. ცომი თაფლიანი და ძალიან არომატულია. შიგთავსში ტკბილ–მჟავე ქლიავის გემო იგრძნობა. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გჭირდებათ. ამასთან თაფლაკვერი დიდხანს არ ფუჭდება.

ინგრედიენტები:

  • 460 გრ ხორბლის ფქვილი
  • 125 მლ რძე
  • 120 გრ შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 3 ს/კ თაფლი
  • 1/3 ჩკ ილი
  • 1/2 ჩ/კ დარიჩინი
  • 1/3 ჩ/კ მუსკატის კაკალი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • მწიკვი მარილი
  • 200 გრ ქლიავის პოვიდლო

მომზადების წესი:

  1. 120 გრ შაქარი და კვერცხის ცილა აურიეთ.
  2. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ და 125 მლ რძე დაასხით.
  3. აურიეთ და წინასწარ გამდნარი კარაქი დაუმატეთ. ცხელი კარაქი არ დაუმატოთ.
  4. თხევადი თაფლი დაუმატეთ. თუ გამაგრებულია, წყლის ოთქლზე გაადნეთ.
  5. მწიკვი მარილი, ილი, დარიჩინი, სოდა და დაფქული მუსკატის კაკალი დაუმატეთ.
  6. ყველაფერს კარგად აურიეთ.
  7. ნაწილ–ნაწილ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
  8. ცომი წებოვანი არ უნდა იყოს, რბილი და მოქნილი უნდა გამოვიდეს.
  9. მზა ცომი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით.
  10. პერგამენტის ქაღალდზე ცომის პირველი ნაწილი მართკუთხა ფირფიტად (4-5 მმ სისქე) გააბრტყელეთ.
  11. სპეციალურ ქაღალდ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.
  12. ცომს პოვიდლოს თანაბარი ფენა დაუმატეთ. ქლიავის ნაცვლად შეგიძლიათ სხვა პოვიდლო გამოიყენოთ. მთავარია, სქელი არ იყოს. შიგთავსად შესქელებული რძეც კარგია.
  13. როცა თაფლაკვერს შიგთავს წაუსვამთ, კუთხეებში 1 სმ თავისუფალი დატოვეთ.
  14. ცომის მეორე ნაწილიც იმავე ზომაზე გააბრტყელეთ და პოვიდლოს ფენას ზემოდან დაადეთ. ორივე ცომის კუთხეები კარგად დააფიქსირეთ და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ.
  15. ზემოდან კვერცხის გული წაუსვით და ჩანგლით ზოლები დახაზეთ.
  16. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.

სუფრაზე სრულად გაგრილების შემდეგ გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!