ჩანახი თურქულად თიხის ჯამს ნიშნავს. სწორედ თიხის ჭურჭელში მზადდება კავკასიაში ფართოდ გავრცელებული კერძი, რომლის მთვარი შემადგენლები ცხვრის ხორცი, ბადრიჯანი და პამიდორია. ძველად კერძი ცალ-ცალკე ულუფებად მზადდებოდა თიხის ჯამებში.
ინგრედიენტები:
- ბატკნის ან ცხვრის ხორცი – 200 გ
- ცხვრის დუმა – 50 გ
- ბადრიჯანი – 150 გ
- პამიდორი – 200 გ
- კარტოფილი – 70 გ
- ბულგარული წიწაკა – 70 გ
- ხახვი – 2-3 თავი
- ნიორი – 2 კბილი
- ქინძი – 10 გ
- ნიახური – 5 გ
- რეჰანი – 5 გ
- დაღერღილი წიწაკა – 2 გ
- მწვანე წიწაკა – 3 გ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ცხვრის დუმა დაჭერით წვრილად და მოშუშეთ.
- დუმის ცხიმში მობრაწეთ ბატკნის ხორცი, იმავე ცხიმში მოწალეთ ბოსტნეული – მთლიანი პამიდორი, ბულგარული წიწაკა, მთლიანიან შუაზე გაჭრილი ბადრიჯანი და კარტოფილი. თუ კარტოფილი დიდია, გაჭერით ოთხად.
- გულსართისთვის მოშუშულ დუმას შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ნიახური, რეჰანი, მწვანე და დაღერღილი წიწაკა.
- ბულგარულს, ბადრიჯანსა და პამიდორს ამოაცალეთ გული ისე რომ მათი მთლიანობა არ დაირღვეს (არ დაიშალოს) და ამოტენეთ გულსართით.
- ქოთანში (ჩანახი უკეთესია მომზადდეს თიხის ქოთანში) ან ქვაბში ჩაალაგეთ ჯერ ბატკნის ხორცი, შემდეგ კარტოფილი, ბადრიჯანი, ბულგარული და პამიდორი, ზემოდან დააყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ქინძი ( გულსართი თუ დაგრჩათ, შეგიძლიათ ისიც მოაყაროთ). დაასხით იმდენი წყალი, რომ მასა დაიფაროს. დაამატეთ მარილი და დადგით მოსახარშად 30-40 წუთით. ჩანახმა წყალი არ უნდა დაიშროს.
- თუ ჩანახისთვის გამოიყენებთ ცხვრის ხორცს, ხორცი წინასწარ მოხარშეთ.
გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს.