ეს დესერტი ნამდვილად მაოცებს! ფირფიტებს ტაფაზე უპრობლემოდ ვამზადებ. უმარტივესი მეთოდით, უგემრიელესი დესერტი გამოდის!
ინგრედიენტები
- შაქარი 400გ
- რძე 725მლ
- კვერცხი 7 ცალი
- სოდა 1,5 ჩაის კოვზი
- ძმარი 1 სუფრის კოვზი
- ხორბლის ფქვილი 270გ
- კარაქი 280-300გ
- მზესუმზირის ზეთი 90მლ
- არაჟანი 5-7 სუფრის კოვზი
- კაკაო 115გ
- მარილი
მომზადება
1.დიდ ჯამში გაცერით 180გ ფქვილი, დაუმატეთ 45გ კაკაო, 140გ შაქარი, მარილი და სოდა. კარგად მოურიეთ. ჩაასხით 225მლ რძე და ზეთი, ჩატეხეთ 3 კვერცხი და მოზილეთ ცომი. მოასხით ძმარი და კიდევ კარგად მოურიეთ.
2.გააცხელეთ ტაფა. და გამოაცხეთ 10 კორჟი. შეწვით 15-17 წუთი მხოლოდ ერთი მხრიდან, არ გადმოაბრუნოთ.
3.ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ 2 კვერცხი და 10 სუფრის კოვზი შაქარი. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე და დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი, ურიეთ განუწყვეტლივ. როცა მასა სქელი არაჟნის კონსესტენციას მიიღებს, გადმოიტანეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ და ათქვიფეთ 200გ კარაქთან ერთად.
4.მოამზადეთ მინანქარი – არაჟანს დაუმატეთ 2 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი შქარი, კაკაო და 80-100გ კარაქი. ააწყეთ ტორტი და მოასხით მიანანქარი.
გემრიელად მიირთვით!