ეს რეცეპტი მათთვისაა, ვისაც უყვარს ტკბილეული, მაგრამ მისი მომზადება ძალიან ეზარება.
ტორტი ცხობის გარეშე – ყველაფერს ძალიან ამარტივებს!
ინგრედიენტები
- ორცხობილა 15 ცალი
- კარაქი 200გ
- შაქარი 1 ჭიქა
- ხაჭო 200გ
- კაკაო 2 სუფრის კოვზი
- რძე 1/2 ჭიქა
- დაკონსერვებული ატამი
მომზადება
- ათქვიფეთ ხაჭო 100გ კარაქთან და ნახევარ ჭიქა შაქართან ერთად.
- დარჩენილ კარაქს დაუმატეთ კაკაო და შაქარი (შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის ფხვნილი).
- ფოლგაზე ან ქარალდზე მოათავსეთ ორცხობილა.
- მონიშენთ ოთხკუთხედი.
- აიღეთ ორცხობილა და ფოლგას წაუსვით მინანქარი.
- ორცხობილა ამოავლეთ რძეში და მოათავსეთ მინანქარზე.
- წაუსვით კრემი.
- შეაში მოათავსეთ ატამი.
- აწიეთ ფოლგის კუთხეები და მიეცით ქოხის ფორმა.
- მოათავსეთ 2-3 საათი მაცივარში, შემდეგ მოხსენით ფოლგა და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!