ჩვენს ქვეყანაში “ნაპოლეონი” საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეს კრემით გაჟღენთილი უშაქრო ფენები გულგრილს ვერავის ტოვებს. ამ დესერტის ბევრი ვარიაცია არსებობს, საფრანგეთში მას “მილფეის” ანუ 1000 ფენას უწოდებენ, ინგლისსშ კი ვანილის ნაჭერს. იმისთვის, რომ ამ უგემრიელესი დესერტის მირთმევა შეძლოთ ინგლისში ან საფრანგეთში გამგზავრება ნამდვილად არ დაგჭირდებათ. საკმარისია საბაზისო ეშმაკობების იცოდეთ და მის მომზადებას სახლში, თავადაც შეძლებთ!
პირველ რიგში აუცილებელია უმაღლესი ხარისხის ფქვილი შეარჩიოთ და ის რამდენიჯერმე გაცრათ, ეს ფენებს უფრო ფუმფულას გახდის. მარგარინი ან კარაქიც აუცილებლად მაღალი ცხიმიანობის უნდა იყოს. ცომი გრილ ადგილას უნდა მოამზადოთ თორემ ის ლღობას დაიწყებს. ახლა კი მოდით შედედებული რძის “ნაპოლეონის” რეცეპტს გადავხედოთ.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 450 გრამი ფქვილი
- 270 გრამი ცივი კარაქი
- 170 მილიგრამი წყალი
- 20 მილიგრამი ძმარი
- 1/4 ჩაის კოვზი მარილი
ინგრედიენტები კრემისთვი
- 400 გრამი დარბილებული კარაქი
- 400 გრამი შესქელებული რძე
მომზადების წესი
1. ჯერ ცომი მოამზადეთ. ამისთვის გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი. ნარევი ხელით ზილეთ სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.
2. წყალი და ძმარი გადაურიეთ, შემდეგ ამ ხსნარს ქვილი დაკარაქი დაუმატეთ. მოზილეთ ცომი.
3. მზა ცომი დააგუნდავეთ და 30 წუთით მაცივარში შედეთ.
4. მითითებული დროის გასვლის შემდეგცომი მაცივრიდან გამოიღეთ და გააბრტყელეთ მინიმუმ 1 სანტიმეტრის სისქის კვადრატად. შემდეგ კონვერტისებურად გადაკეცეთ და ისევ გააბრტყელეთ, მინიმუმ 4-ჯერ უნდა გადაზილოთ. ბოლოს ცომი მაცივარში დააბრუნეთ 1 საათით.
5. 1 საათის გასვლის შემდეგ, ცომი გამოიღეთ, დაყავით იმდენ ნაწილად, რამდენიმ ფენის გამოცხობასაც აპირებთ.
6. გააბრტყელეთ მაქსიმალურად თხლად, თითქმის გამჭვირვალობამდე, რამდენიმე ადგილას ჩანგლით გახვრიტეთ ცომი და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ. მანამ სანამ მოოქროსფრო არ გახდება.
7. დროა ტკბილი კრემი მოვამზადოთ. ამისთვის კარაქი მიქსერით თქვიფეთ სანამ კარგად არ აფუვდება. დაუმატეთ შესქელებული რძე და კვლავ ათქვიფეთ.
8. მომავალი ტორტის ყოველ ფენას კრემი თხლად წაუსვით, ფაქტიურად იმდენი, რომ მხოლოდ ფენების “შესაწებებლად” იყოს საკმარისი.
გემირიელად მიირთვით! არ დაგავიწყდეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც გაუზიაროთ!