წარმოგიდგენთ ძალიან გემრიელი ნაპოლეონის რეცეპტს. მის მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები
- 6 ს.კ. ხორბლის ფქვილი
- ნახევარი ჭიქა (100 გრ) შაქარი
- 1 შეფუთვა ვანილი
- 800 გრ ხრაშუნა ორცხობილა
- 3 ც კვერცხი
- 1 ლ რძე
მომზადების წესი
- აადუღეთ 1 ლ რძე.
- აიღეთ დიდი ზომის თასი და ჩაყარეთ მასში ვანილი, შაქარი და კვერცხი. კარგად მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ 6 ს.კ. ხორბლის ფქვილი და კვლავ მოურიეთ.
- ჩაასხით თასში 200 მლ ადუღებული რძე და ინტენსიურად მოურიეთ. დიდხანს მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებულ მასას დაუმატეთ დარჩენილი ადუღებული რძე და მოურიეთ.
- მოურიეთ, და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. 4-6 წუთის შემდეგ კრემი შესქელდება და მზად იქნება. გამორთეთ ცეცხლი და კრემი გააცივეთ.
- აიღეთ ბრტყელი დიდი ზომის თეფში და დაალაგეთ მასზე ორცხობილა. წაუსვით გაცივებული კრემი და თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე. ზემოდან დაალაგეთ ორცხობილას მეორე ფენა და წაუსვით კრემი. გაიმეორეთ იგივე, სანამ ინგრედიენტები არ გამოგელევათ.
- სურვილისამებრ შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ თხილი ან კაკალი და ფენებს შორის მოაბნიოთ. ყურადღება მიაქციეთ ტორტის კუთხეებს, მათზე კრემი კარგად უნდა იყოს გადანაწილებული. ნამცხვრის ზედაპირზე მოაბნიეთ დაფშვნილი ორცხობილა. მოათავსეთ ტორტი მაცივარში 7-9 საათით, რომ კრემი კარგად გაიჟღენთოს ორცხობილაში.
უგემრიელესი ტორტი ნაპოლეონი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, მზადაა! გემრიელად მიირთვით!