წიწაკის სასარგებლო თვისებებზე ბევრჯერ დაწერილა. ის უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ძალიან ბევრს უყვარს ზეთიან მარინადში მომზადებული ტკბილი წიწაკა. გთავაზობთ მის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
- 2,5 კგ ტკბილი წითელი წიწაკა (ბულგარული)
- 500 მლ ძმარი
- 500 მლ ზეთი
- 0,5 ჭიქა შაქარი
- 0,5 ს.კ. მარილი
- თითო კონა ნიახური და ოხრახუში
- 2 თავი ნიორი
- 4 ცალი დაფნის ფოთოლი
- 2 ჩ.კ. პილპილის მარცვლები
- 2 ჩ.კ. ბაჰარის მარცვლები
მომზადების წესი:
- წიწაკებს მოვაცილოთ თესლი, ნიორი გავარჩიოთ. ზეთი, ძმარი, მარილი და შაქარი წამოვადუღოთ, შიგ ჩავაწყოთ იმდენი წიწაკა, რომ სითხემ დაფაროს და დაახლოებით 10-15 წუთი ვხარშოთ, სანამ წიწაკა მომზადდება.
- შემდეგ ამოვიღოთ და ჩავდოთ სასურველ ჭურჭელში მწვანილთან, ნიორსა და სანელებლებთან ერთად. ამავე პრინციპით მოვამზადოთ დანარჩენი წიწაკაც.
- წიწაკებს დავასხათ ზეთისა და ძმრის ნარევი და 24 საათი გავაჩეროთ, შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ.
რედაქციის რჩევა
ასე მომზადებული წიწაკა შეგვიძლია ჩავდოთ ქილებში, გადავსვოთ თავისივე წვენით და გავასტერილოთ, შემდეგ კი მოვხუფოთ.