ტკბილი ღვეზელი ზარმაცებისთვის: 5 წუთს ვხარჯავ, დანარჩენ საქმეს ღუმელი აკეთებს

2072

თუ ტკბილი ღვეზელი მოგენატრათ, მაგრამ ბევრი დრო არ გაქვთ, Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ რეცეპტს ზარმაცებისთვის. ასე ტკბილი ღვეზელი იმდენად სწრაფად მზადდება, რომ თავადაც ვერ შეამჩნევთ, როგორ გააკეთეთ. შიგთავსისთვის ნებისმიერი ხილი და კენკრა (დაკონსერვებული, ახალი ან გაყინული) გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 75 გრ გამდნარი და გაგრილებული კარაქი
  • 150 გრ არაჟანი
  • 240 გრ ფქვილი
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
  • შიგთავსი

მომზადების წესი:

1. კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად სქელი და ფუმფულა მასის მიღებამდე ათქვიფეთ. გემოვნებით ვანილი დაუმატეთ.

2. გამდნარი და გაცივებული კარაქი და ოთახის ტემპერატურის არაჟანი დაუმატეთ. მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

3. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. გაცერით და ცომს დაუმატეთ.

4. ცომს ატმის ან ანანასის ნაჭრები, ნებისმიერი კენკრა ან სხვა შემავსებელი გემოვნებით დაუმატეთ.

5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომი მოათავსეთ, თანაბრად გადაანაწილეთ.

6. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.

7. ცივ ღვეზელს შაქრის ფხნილი მოაყარეთ ან გამდნარი შოკოლადი მოასხით. არაჟნით ან ნაღებით და შაქრის ფხვნილით შეგიძლიათ სწრაფი კრემი მოამზადოთ.

8. გემრიელად მიირთვით!