კარამელის ნამცხვარი ყაყაჩოთი

861

უმეტესად ყაყაჩოს დესერტებს საახალწლოდ ამზადებენ. არ არსებობს დესერტი, რომელსაც არ უხდება ყაყაჩო და მისი საოცარი არომატი. ეს რეცეპტი თქვენს გულებს ნამდვილად მოიგებს.

ინგრედიენტები

  • ქიშმიში 70გ
  • ყაყაჩო 60გ
  • ხორბლის ფქვილი 180გ
  • ნიგოზი 70გ
  • გამაფხვიერებელი 12გ
  • შაქარი 150გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • მოხარშული შედედებლი რძე 200გ
  • მზესუმზირის ზეთი 50მლ

მომზადება

1.ორი კვერცხი ათქვიფეთ 100გ შაქართან ერთად. შემდეგ დაუმეტეთ 80გ ფქვილი და 5 გ გამაფხვიერებელი.მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ მოხალული და დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში, ყაყაჩო.

2.ათქვიფეთ ორი კვერცხი დარჩენილ შაქართან ერთად მის აქაფებამდე. დაუმატეთ ზეთი და შესქელებული რძე. 1 წუთი ათქვიფეთ და დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.

3.პერგამენტით ამოფინეთ 20 30სმ-ზე ფორმა. მასზე მოათსვეთ ცომი, გადაანაწილეთ თანაბრად, ხოლო ზემოდან მოასხით კარამელი. გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 35 წუთი.

4.მისი ცხობის პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით. მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.

ყაყაჩოს დამატებით ასეთი საოცარი ნამცხვრების ცხობა ძალიან მარტივია. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!