სწრაფი წიწაკის მწნილი უკრაინული რეცეპტით. წიწაკის ორთქლში მოხარშვა საჭირო არაა

843

Gastronomia.ge–ს რედაქცია სწრაფი წიწაკის მწნილის უკრაინულ რეცეპტს გიზიარებთ. რეცეპტი საკმაოდ მარტივია. დაგეხმარებათ, თუ საქმიანი დიასახლისი ხართ და სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსის დრო არ გაქვთ. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხრაშუნა წიწაკის მწნილი ზამთრისთვის 5 წუთში. წიწაკას ორთქლში მოხარშვა არ სჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 3 კგ წიწაკა
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს/კ მარილი
  • 0,5 ჭიქა ძმარი
  • 1 ჭიქა მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

1. ქილები და თავსახურები ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით წინასწარ გაასტერილეთ.

2. წიწაკა გარეცხეთ, გაასუფთავეთ და ოთხად დაჭერით. თესლი მოაშორეთ.

3. მარინადისთვის ქვაბს წყალი, მარილი, ძმარი და ზეთი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 2 წუთით ხარშეთ.

4. წიწაკა ცხელ მარინადში მოათავსეთ. ადუღებიდან 5 წუთით ხარშეთ.

5. წიწაკა ქილებში გადაიტანეთ. მარინადი დაასხით და მოხუფეთ. ქილები გადააბრუნეთ და გაგრილება აცადეთ. კარადაში ან საკუჭნაოში შეინახეთ.

რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ დამწყები კულინარიც გაუმკლავდება. მთავარია, ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგოთ. მოცემული ინგრედიენტების რაოდენობით ნახევარლიტრიანი 5-6 ქილა გამოვა.