სწრაფი ცხობილა ფარშით, რომელიც უმარტივესად მზადდება

608

მე ეს ნამცხვარი მისი სიმარტივის გამო ძალიან მიყვარს. ცომიც და შიგთავსიც მარტივი მოსამზადებელია. ბოსტნეულის დამსახურებით ცხობილა გამოდის წვნიან და არომატული. უმეტესად კომბინირებულ ფარშს ვიყენებ მე.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 2 ცალი
  • კეფირი 200მლ
  • მზესუმზირის ზეთი 60მლ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 160გ
  • საქონლის ფარში 150გ
  • ღორის ფარში 150გ
  • სტაფილო 1 ცალი
  • ბადრიჯანი 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • მწვანილი 1 ჩაის კოვზი
  • ნიორის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • ძირა
  • კარაქი 20გ
  • შავი წიწაკა
  • სიმითის მარცვალი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ კვერცხი, კეფირი, ზეთი და 0,5 ჩაის კოვზი მარილი. ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ისევ მოურიეთ.

2.წვრილად დაჭერით ხხახვი, სტაფილო გახეხეთ, მწვანილი დააქუცმაცეთ. ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად. ყველა ინგრედიენტი დაუმატეთ ფარშს სანელებლებთან ერთად.

3.მრგვალი ფორმა დაამუშავეთ ცხიმით. ჩაასხით ნახევარი ცომი, მოათავსეთ შიგთავსი და მოასხით დარჩენილი ცომი.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი. წაუსვით კარაქი და მოაყარეთ სიმითის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!