სწრაფი რულეტი კენკრით – ფქვილის და ზეთის გარეშე

676

ეს გასაოცარი დესერტი 10 წუთში მზადდება!

მისი გემოს ასაღწერად სიტყვები ნამდვილად უძლურია – არომატული, ნაზი და საოცრად გემრიელი.

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა 4 ცალი
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ვანილი 15გ
  • არაჟანი 3,5 სუფრის კოვზი
  • შვრიის ფანტელი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • ხაჭო 350გ
  • ბანანი 200გ
  • კენკრა 150გ
  • რძიანი შოკოლადი გემოვნებით
  • პიტნა გემოვნებით

მომზადება

1.გულს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი და დაქუცმაცებული შვრია. ცილა ათქვიფეთ აქაფებამდე მარილთან, შქართან და 10გ ვანილთან ერთად, გულის და ცილის მასა ფრთილად შეურიეთ ერთმანეთს.

2.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით და გაადაანაწილეთ ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 4-5 წუთი.

3.ახლა კი მოვამზადოთ კრემი. 250გ ხაჭოს დაუმატეთ ბანანი და კენკრა. კორჟს წაუსვით კრემი და დაახვიეთ რულეტისებურად. მოათავსეთ მაცივარშ მთელი ღამე.

4.ათქვიფე არჟანი და ხაჭო. გააფორმეთ რულეტი. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და პიტნა.

გემრიელად მიირთვით!