სქელი და არომატული წითელი მოცხარის ჯემი ახალი რეცეპტით

1112

Gastronomia.ge-ს რედაქცია წითელი მოცხარის ჯემის ახალ რეცეპტს გთავაზობთ. გირჩევთ, ასეთი ჯემი სუფრაზე ბლინებთან და ოლადებთან ერთად გაიტანოთ. სხვადასხვა დესერტის, ტორტის და რულეტის მოსამზადებლადაც გამოგადგებათ. ჯემი ძალიან სქელი და არომატული გამოდის.

ინგრედიენტები:

  • წითელი მოცხარი
  • შაქარი

მომზადების წესი:

  1. კენკრა და შაქარი 1:1 პროპორციით აიღეთ. მაგალითად, 1 კგ მოცხარი და 1 კგ შაქარი.
  2. სუფთა, გარეცხილ კენკრას შაქარი დააყარეთ და საჭყლეტით ოდნავ დააჭირეთ, რომ წვენი გამოვიდეს.
  3. ადუღებამდე მიიყვანეთ, აურიეთ, რომ ჯემი არ დაიწვას.
  4. როცა ჯემი ადუღდება, ცეცხლს არ დაუწიოთ, ხარშეთ და პერიოდულად აურიეთ. ქაფი შეგიძლიათ არ მოხადოთ.
  5. ჯემი იმ მომენტამდე ხარშეთ, სანამ არ გასქელდება. დიდ ქვაბში ხარშეთ, რომ ქაფი არ გადმოვიდეს.
  6. საწურით მასა გახეხეთ, რომ წვრილი თესლი მოაშოროთ.
  7. ჯემი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. სრულ გაგრილებამდე ღია გააჩერეთ. ასე ჯემი გასქელდება.
  8. თუ შაქარი თქვენთვის ცოტაა, მეტი შაქარი დაუმატეთ.
  9. ჯემი სარდაფში ან საკუჭნაოში შეინახეთ.
  10. ჯემი სქელი, ჯელეს მსგავსი, ძალიან არომატული, ოდნავ მჟავე გამოდის. გემრიელად მიირთვით!