სუპი ბუიაბესი, რომელიც ზამთრის დღეებს გაგითბობთ

1152

დღეს ვახშმისთვის ჩენ მოვამზადებთ სუპ ბუიაბესს. მის სიტორიაში ვაწყდებით საინტერესო ფაქტს, რომ ეს კერძი თავდაპირველად ღარიბებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ახლა ეს კერძი მსოფლიოს წამყავნი რესტორნების მენიუებს ამშვენებს.

ინგრედიენტები

  • თევზი 500გ
  • ზღვის პროდუქტები 400გ
  • 6 კბილი ნიორი
  • პომიდორი 4 ცალი
  • კარტოფილი 3 ცალი
  • 1 ხახვი
  • 1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
  • 5 მარცვალი შავი წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი თევზის სანელებლები
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • ლიმონის ქერქი და მარილი

მომზადება

1.ღრმა ტაფაზე შეწვით დაქუცმაცებული ნიორი და ხახვი. დაუმატეთ გათლილი და დაჭრილი პომიდორი. დაუმატეთ კარტოფილ, დაფნის ფოთოლი, ლიმონის ქერქი და სანელებლები.

2.შეწვით ყველაფერი დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთი, შემდეგ დაუმატეთ ღვინო და იმდენივე წყალი. ხარშეთ 15 წუთი.

3.მოამზადეთ ხორცპროდუქტები. კარგად გარეცხეთ თევზი და დაჭერით. ყველა ინგედიენტი დაუმატეთ სუპს და მოამზადეთ.

რედაქციისგან 

როგორც ხედავთ, არაფერია რთული! შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახეობის თევზი. მე უპირატესობას ვანიჭებ კალმახს, სიბასს, თინუსს და ორაგულს. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ სხვა ზღვის პროდუქტები და კერძი გახადოთ მრავალფეროვანი.

გემრიელად მიირთვით!