თევზი – დიეტური პროდუქტი, რომელიც ძალიან სასარგებლოა. მისი მომზადების ყველაზე მარტივი მეთოდი – მისი გამოცხობაა: სწრაფად, მარტივად და არეულობის გარეშე.
დღეს ჩვენ თევზს მდოგვის სოუს – მარინადში მოვამზადებთ. ამ რეცეპტით განსაკუთრებით გემრიელი სკუმბრია გამოდის.
ინგრედიენტების ჩამონათვალში დაინახავთ სოიოს სოუსს, ამიტომ მარილი აღარაა საჭირო. თუ არ გიყვართ მაიონეზი, შეგიძლიათ ამოიღო ჩამონათვალიდან.
ინგრედიენტები
- 2 სკუმბრია
- 1 ხახვი
- 3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
- 2 სუფრის კოვზი მდოგვი
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
მომზადება
1.გარეცხეთ თევზი, გაასუფთავეთ, დაჭერით.
2.გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით მრგვლად. მდოგვს დაუმატეთ მაიონეზი და სოიოს სოუსი.
3.თევზი მოათავსეთ ფორმაში, დაუმატეთ ხახვი, მოასხით მდოგვის სოუსი. დაელოდეთ 20-30 წუთი.
4.გამოაცხეთ 170 გრადუსზე 20-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!