სკოლის სასადილოს მსგავსი კატლეტები – ბავშვობის მოგონება, რომელიც მუდამ დარჩება ჩემს გულში

1990

საბჭოთა კავშიირში გაზრდილი ადამიანები , ხშირად იხსენებენ ამ დროს. დედაჩემმა ბევრი საინტერესო რამ მომიყვა, ხშირად იხსენებეს სკოლის პერიოდსაც. დედა იხსენებს, რომ ძალიან გემრიელი საკვები მზადდებოდა სასადილოში.

საბჭოთა დროსმომზადებული კატლეტები შედგებოდა ხორცისგან და ჭვავის პურისგან. ბოლოს ნახსენები კერძში ძალიან დიდირაოდენობით იყო, მაგრამ ეს მას საერთოდ არ უცვლიდა გემოს. კატლეტებს ყოველთვის აცხობდნენ.

ინგრედიენტები

  • ღორის ფარში 600გ
  • პური 360გ
  • წყალი 0,5 ჭიქა
  • ხახვი 2 ცალი
  • ნიორი 1 კბილი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.მოაშორეთ პურს კანი და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. გახუხეთ 180 გრადუსზე 7-10 წუთი. დააბლენდერეთ.

2.წვრილად დჭერით ხახვი და დაუმატეთ ფარშს. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კარგად მოურიეთ.

3.პურს მოასხით წყალი 5 წუთი, შემდეგ გამოწურეთ და დაუმატეთ ფარშის მასას. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოურიეთ ხელით.

4.ფარშს მიეცით კატლეტების ფორმა და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!