სიცილიური პიცა – პალერმოს მთავარი სავიზიტო ბარათი

1276

სფინჩიონე-იტალიური პიცის ერთერთი სახეობაა, რომელიც წარმოშობით სიცილიიდან გახლავთ. ეს პიცა ქალაქ პალერმოს მთავარი სავიზიტო ბარათია. ტრადიციულად შიგთავსის შემადგენლობაში შედის სურნელოვანი ბექონდარა, ანჩოუსი, სქელი ტომატის წვენი და სიცილიური ყველი კაჩოკავალო. საინტერესო ის არის, რომ მას არა ბოლო ფენად არამედ, პირველ ფენად პირდაპირ ცომზე აყრიან.

ამ კერძის თავისებურება მისი სქელი ცომია. ამ პიცისათვის ცომს ერთჯერადად გადაატარებენ გამაბრტყელებელს და შემდეგ უკვე თითებით განსაზღვრავენ სისქესა და ფორმას.

კაჩოკავალოს გემო დამოკიდებულია მის წლოვანებაზე. მისი გემო მერყეობს რბილი ნაღებიდან-პიკანტური წიწაკის გემოსაკენ. დაძველებული ყველი გამოიყენება ცალკე მისართმევათ ხოლო ახალგაზრდა ყველის გამოყენება შეგიძლიათ ცხელ კერძებში. ახალგაზრდა კაჩოკავალო ძალიან გავს მოცარელას და სულგუნს.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი-500გ
  • წყალი-230მლ
  • საფუარი-12გ
  • მარილი-1 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი-60მლ
  • პომიდორი-5-6 ცალი
  • ხახვი-1 ცალი
  • ანჩოუსი-120გ
  • სულგუნი-200გ
  • საფანელი-2-3 სუფრის კოვზი
  • შაქარი-2 ჩაის კოვზი
  • ბექონდარა-1 სუფრის კოვზი

მომზადება

1.გაცრილი ფქვილი აურიეთ საფუარს, მარილს და 1 ჩაის კოვზ შაქარს. დაუმატეთ თბილი წყალი და ზეთი. მოზილეთ ცომი, სითბოში დატოვეთ 1,5 საათის განმავლობაშ.

2.მოამზადეთ სოუსი. პომიდორი დაჭერით, დაორთქლეთ, მოაცილეთ კანი და აქციეთ პიურედ. ხახვი დაჭერით, შეწვით, დაუმატეთ პომიდვრის პიურე და 1 ჩაის კოვზი შაქარი, მოთუშეთ ნელ ცეცხლზე მთლიანი მასის შესქელებამდე.

3.ცომი ოდნავ გააბრტყელეთ და მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ მართკუთხა ფორმაზე, მოასწორეთ ხელით. ზემოდან დაალაგეთ ანჩოუსები და დაჭრილი ყველი. მოასხით სოუსი, მოაყარეთ ბექონდარა და საფანელი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში.

ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი სფინჩიონის დაგემოვნება შეგიძლიათ მოლოდ პალერმოში. მისი ყიდვა შეგიძლიათ ქუჩის ნებისმიერ კუთხეში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერ დიასახლისს შეუძლია სიცილიური პიცის გამოცხობა. გემრიელად მიირთვით.